ინტერიერის დიზაინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ინტერიერის დიზაინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნები ხასიათისა და ინტერესების მიხედვით განსხვავდებიან. შესაბამისად, განსხვავებულია მათი გემოვნებაც. ამ სტატიაში გთავაზობთ ოთახების დიზაინს, რომლებიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებელს იდეალურად შეესაბამება. ვერძი ვერძის ნიშანი დაკავშირებულია ენერგიასთან, ვნებასთან და ლიდერობასთან. ამიტომ, მისთვის შესაფერისი ინტერიერი უნდა იყოს მკვეთრი, და ამაღელვებელი. ვერძი უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე, ფუტურისტულ ან ინდუსტრიულ სტილებს, რომლებიც ოსტატურად აერთიანებს ფუნქციურობას და ესთეტიკას. სივრცე უნდა იყოს ღია და ფართო, რათა ვერძმა თავისუფლად შეძლოს მოძრაობა და მოქმედება. კურო კურო ცნობილია თავისი მიწიერი და პრაქტიკული ბუნებით, ამიტომ მისი ბინის ან სახლის ინტერიერი კომფორტული და ფუნქციონალური უნდა იყოს. კუროებს მოსწონთ ბუნებრივი ჩრდილები და თბილი ფერები. შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ტონები, როგორიცაა კრემისფერი, ყავისფერი ან ნებისმიერი სხვა ღია ტონი. ეს სახლში მყუდრო და მშვიდი ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს. ტყუპები ტყუპები ცნობისმოყვარეობით, ენერგიულობითა და სიცოცხლისუნარიანობით არიან ცნობილი. მათ სტიმულები და მრავალფეროვნების საჭიროებით. ამიტომ, ტყუპების ინტერიერისთვის რეკომენდებულია ნათელი და სუფთა ჩრდილები – ეს მათ მხიარულ ბუნებას ასახავს. სხვადასხვა ფერის – ლურჯის, მწვანეს და ყვითლის კომბინაცია მათ აზრების სტიმულირებაში დაეხმარება. სიკაშკაშესთან კონტრასტი შეგიძლიათ შექმნათ თეთრის ან ნაცრისფერის გამოყენებით. კირჩხიბი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების ინტერიერს შეეფერება სითბო, სიმყუდროვე და კომფორტი. კირჩხიბები აფასებენ აფასებენ ისეთ ადგილებს, სადაც თავს დაცულად გრძნობენ. ინტერიერში შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, კრემისფერი და პასტელური ფერების ნაზავი: ნაზი ვარდისფერი ან ლურჯი. ისინი სიმშვიდის სიმბოლოა, რაც შეესაბამება კირჩხიბების სულიერ ბუნებას. კარგი იქნება მცირე აქცენტების დამატება ღია ლურჯი ან ნაცრისფერი ფერების გამოყენებით. ლომი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულის სახლის ინტერიერი მის სამეფო და მდიდრულ ბუნებას უნდა გადმოსცემდეს. ლომები აფასებენ დახვეწილობას და ექსტრავაგანტურობას, ამიტომ ნათელი და გლამურული ფერები მათთვის იდეალური ვარიანტია. მათ ყურადღებას იქცევს ინტერიერი ყვითელი და ნარინჯისფერი ფერებით და ოქროსფერი დეტალებით. ეს ფერები განასახიერებს მზეს და სითბოს, რაც მათ ბუნებას შეესაბამება. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ აქცენტები ნათელ ფერებში, როგორიცაა იასამნისფერი ან ლურჯი. ქალწული ქალწულის ბინისთვის შესაფერისი ინტერიერი აისახება მათ პრაქტიკულობასა და სისუფთავეზე. ქალწულები აფასებენ ორგანიზაციასა და ფუნქციონირებას, ამიტომ მათთვის იდეალურია ელეგანტური და მყუდრო მინიმალიზმი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეიტრალური და პასტელი ფერები. ფერები, როგორიცაა კრემისფერი, ნაცრისფერი და თეთრი, შეგიქმნით მშვიდ გარემოს. ქალწულები ასევე აფასებენ სიკაშკაშეს და სიწმინდეს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აქცენტები ღია ლურჯი ან პიტნისფერის გამოყენებით. სასწორი სასწორის ინტერიერისთვის უნდა აირჩიოთ ელემენტები, რომლებიც მხარს უჭერენ ბალანსს, ჰარმონიასა და ესთეტიკას. სასწორებს უყვართ სილამაზისა და სიმეტრიის შეგრძნება. მათთვის შესაფერისია პასტელური და დელიკატური ფერები: ღია ვარდისფერი, ლურჯი და ლავანდისფერი, რაც შექმნიან სიმშვიდისა ატმოსფეროს. სასწორები ასევე აფასებენ ელეგანტურობას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აქცენტები ნაცრისფერი ან ვერცხლის ღია ფერებში. მორიელი მორიელის ბინისთვის შესაფერისი ინტერიერი მათ ვნებიან, ზოგჯერ იდუმალ ბუნებას ასახავს. მორიელებს ინტერიერში მოეწონებათ მუქი წითელი, მუქი ლურჯი და შავი ფერები. ოქროს აქცენტები მას მდიდრულ და რომანტიულ იერს მისცემს. მშვილდოსანი მშვილდოსნის ინტერიერში აისახება მათი გატაცება მოგზაურობისადმი, ოპტიმიზმი და ცხოვრების სიყვარული. მშვილდოსნები აფასებენ სივრცეს და სიკაშკაშეს, ამიტომ ინტერიერი უნდა იყოს ღია და შუქით სავსე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნათელი ლურჯი, მწვანე და მეწამული ფერები. ისინი განასახიერებენ ზრდას, რაც შეესაბამება მშვილდოსნის ენერგიულ და ოპტიმისტურ ბუნებას. აქცენტად შესაფერისია ნარინჯისფერი ან წითელი ჩრდილები. თხის რქა თხის რქისთვის სასურველია ინტერიერში შეიტანოს მუქი ჩრდილები, როგორიცაა შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი, რათა შეიქმნას სერიოზულობისა და საიმედოობის ატმოსფერო. რბილი კონტრასტისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ღია ჩრდილების აქცენტები: პასტელი ფერები ან თეთრი. რაც შეეხება ავეჯს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კლასიკურ სტილს, ფუნქციურობასა და გამძლეობას. ავეჯი უნდა იყოს პრაქტიკული და მაღალი ხარისხის. საუკეთესო მასალაა ხე, განსაკუთრებით მუხა. მერწყული მერწყულები, როგორც წესი, აფასებენ ორიგინალობას, თავისუფლებას და ინოვაციებს. მათთვის ინტერიერი თამამი და კრეატიული უნდა იყოს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სტილებს, რომლებიც სცილდება ტრადიციულს: თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური. მნიშვნელოვანია, რომ სივრცეში ბევრი შუქი და ჰაერი იყოს, ამ გზით მერწყულებს ინსპირაციისთვის მეტი გასაქანი აქვთ. თევზი თევზების ნიშანი ასოცირდება ოცნებასთან, კრეატიულობასთან და ინტუიციასთან, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია მშვიდი ინტერიერის არსებობდა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ არც თუ ისე ნათელ ან აგრესიულ სტილებს. თევზების სახლი მათი პირადი თავშესაფარი უნდა იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ კომფორტს.