რატომ ჭკნებიან სახლის ყვავილები?

რატომ ჭკნებიან სახლის ყვავილები?

თქვენს მცენარეებს ყურადღებას არ აკლებთ, მაგრამ მაინც გიხმებათ? უნდა გაითვალისწინოთ, რომ მცენარე ცოცხალი არსებაა და ის რეაგირებს როგორ გარემო პირობებზე, ისე სტრესზე. ამ სტატიაში ვეცდებით, ამის მიზეზი განგიმარტოთ და დაგეხმაროთ, რომ მომავალში ასეთი რამ თავიდან აიცილოთ. სტრესი შეძენის და გადარგვის შემდეგ ახალმა მცენარემ ქოთანში გადარგვიდან ერთ კვირაში ჭკნობა დაიწყო? სავარაუდო მიზეზი სტრესია. ოთახის ახალი ტემპერატურა და ნიადაგის შეცვლა მცენარეში შოკის ეფექტს იწვევს. გირჩევთ, გადარგვისას ფესხვებს არ მოაშოროთ ძველი მიწა და მცენარე ზომიერად მორწყოთ ტყბილი წყლით. ეს სტრესისი დონეს შეამცირებს. ხოლო თუ შემთხვევით დააზიანეთ ფესვები, უმჯობესია მცენარე რამდენიმე დღე არ მოეწყათ. გამონაკლისია ტენიანობის მოყვარული მცენარეები, ისინი მცირედით მორწყეთ, თუმცა, ტკბილი წყლით არა. მორწყვის არასწორი ტექნიკა მცენარისთვის არ შეიძლება როგორც ზედმეტი, ისე არასაკმარისი მორწყვა. თუმცა, პრობლემას ასევე წარმოადგენს არასწორი ტექნიკა – ყვავილი მორწყეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატურაზე გაფილტრული წყლით. ასევე, ნუ მიმართავთ წყალს ერთ კონკრეტულ წერტილში, არათანაბარი მორწყვა აზიანებს ფოთლებს, ღეროებს და ფესვებს. უმჯობესია, გამოიყენოთ სარწყავი ნახვრეტებიანი თავით. მცენარს წყალს ნუ დაასხამთ ზემოდან, არამედ, წყალი დაასხით მიწას. შეგიძლიათ, მიწის ტენიანობა ჯოხის ჩასობით შეამოწმოთ და ასე მიხვდეთ, საჭიროებს თუ არა მცენარე მორწყვას. არასწორად შერჩეული ქოთანი არასწორი ზომის ქოთანი მცენარის ზრდა-განვითარებას პრობლემებს უქმნის. ძალიან პატარა ქოთანში ფესვები იკუმშება, ხოლო ზედმეტად დიდმა ქოთანმა შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის დატბორვა. კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორია სადრენაჟო ხვრელის ნაკლებობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფსკერზე კენჭები და ქვიშა მოაყარეთ, ეს არ შეცვლის სიტუაციას. ადგილის ხშირი ცვლილება მცენარეებს არ უყვართ გარემოს შეცვლა. პირველ რიგში, ის გადაადგილებისას შეიძლება დააზიანოთ. მეორეც, ზოგიერთ მცენარეს სჭირდება მზის პირდაპირი სხივები, ზოგს კი ტენიანობა და დიფუზური სინათლე. ამიტომ, შეარჩიეთ იდეალური ადგილი მცენარისთვის და ეცადეთ, აღარ გადააადგილოთ ის. ზედმეტი ყურადღება ყვავილს ვნებს როგორ უყურადღებობა, ისე ზედმეტი ყურადღება. ხშირმა მორწყვამ, მცენარე შეიძლება გაახმოს, ხოლო ესთეტიკური მიზნით ფოთლების მოჭრამ, შეიძლება მცენარის „გაშიშვლება“ გამოიწვიოს. ასევე საზიანოა სეზონის მიუხედავად ნიადაგის მუდმივი გაჯერებაც – მაგალითად, ზამთარში, როდესაც ფოტოსინთეზის და ზრდის პროცესები შენელებულია. ზედმეტი სიმჭიდროვე მცენარეებს სუნთქვა სჭირდებათ. ამიტომ, ისევე როგორც ხალხმრავალ რიგში, ბევრი ქოთნის გარემოცვაში ისინიც განიცდიან დისკომფორტს. ასე რომ, ეცადეთ, მცენარეებს ერთმანეთს შორის სივრცე დაუტოვოთ.