რის მიხედვით შევარჩიოთ კიბე საკუთარ სახლში?

რის მიხედვით შევარჩიოთ კიბე საკუთარ სახლში?

გემოვნების და მოთხოვნილების მიხედვით, კიბეების მრავალი ვარიანტი არსებობს. თუ სივრცესა და ფინანსებში შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე იფიქროთ. სხვა შემთხვევაში კი, მრავალი დეტალის გათვლა მოგიწევთ, მაგალითად: სათავსოები კიბის ქვეშ, ეკონომიური მასალა და სხვა. ჩვენ კიბეების დიზაინის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე, კლასიკურ ვარიანტებს: თუ მოსახერხებელ ვარიანტს ეძებთ, შეგიძლიათ მასიური კიბეები გააკეთოთ და სივრცე დიდი ზომის სათავსოსაც დაუთმოთ. თუ სახლში უკვე გაქვთ კიბეები, რომლებიც განახლებას საჭიროებს, შეგიძლიათ ის გადაღებოთ და ასე მიანიჭოთ თანამედროვე იერი. სათავსოს თანამედროვე დიზაინის კიბეებსაც გამოუძებნით. ხოლო თუ კიდევ უფრო ორიგინალურ ვარიანტს ეძებთ, შეგიძლიათ ხის დეკორი გამოიყენოთ. რკინის და ხის კომბინაცია ყოველთვის კლასიკური ვარიანტია. ხოლო თუ სახლში ბავშვები არ გყავთ და თქვენი მთავარი საზრუნავი უსაფრთხოება არ არის, შეგიძლიათ მხოლოდ ხის საფეხურები სცადოთ. ასევე, აქტუალური რჩება მინის მოაჯირეებინა კიბე, რომელიც ოთახში სივრცის შეგრძნებას ტოვებს.