როგორი ტიპის სახურავები არსებობს კერძო სახლებისთვის

როგორი ტიპის სახურავები არსებობს კერძო სახლებისთვის

სახლის ისეთი ნაწილის დამსახურებით, როგორიცაა სახურავი, შენობის საერთო არქიტექტურული იერსახე ყალიბდება. გარდა ამისა, სახლში კომფორტი უშუალოდ არის დამოკიდებული სახურავების დიზაინზე. სახლის სახურავების ფართო არჩევანი არსებობს და ისინი არა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ, ხარისხით და ფასითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სახურავების ყველაზე გავრცელებულ კონსტრუქციებს კერძო სახლებისთვის: განასხვავებენ სახლის ბრტყელ და დაქანებულ სახურავენს. თუმცა, ბრტყელი სახურავები საკმაოდ იშვიათად გამოიყენება კერძო სახლების დიზაინში. უფრო ხშირად, ბრტყელი სახურავი ტერასის, ბაღის ნაწილისა თუ საცურაო აუზის გადახურვას ემსახურება. დახრილი სახურავები კი სულ უფრო პოპულარული ხდება. მსგავსი კონსტრუქციები არ იტოვებს წყალს, თოვლს და სხვა ნალექებს. გადახურვის ტიპების მიხედვით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინები გვხვდება: დახრილი სახურავი სხვენისთვის ასეთი სახურავის დახრილობა დამოკიდებულია დამოკიდებულია არჩეული მასალის ტიპზე. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის დატვირთვა, რომელსაც ამ მასალისგან დამზადებული სახურავი უძლებს. სხვენის ზედა საფარი უნდა შეირჩეს შემდგომი გამოყენების გათვალისწინებით. ამრიგად, ეს შეიძლება იყოს ხე ან რკინაბეტონი. მანსარდის სახურავები მანსარდის ტიპის სახურავები, ან როგორც უწოდებენ – სახურავი სხვენის გარეშე საკმაოდ ორიგინალურია და სახლს უჩვეულო იერს ანიჭებს. ასეთი სახურავის გარე კედლები სახურავის სტრუქტურებს წარმოადგენს და მისი მშენებლობა და დიზაინი საკმაოდ რთულია, ამიტომ გირჩევთ, პროფესიონალებს მიმართოთ. ფარდულის სახურავი ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტია. ასეთი სახურავის ფერდობი მხოლოდ ერთი მიმართულებით არის დახრილი. ორფერდა სახურავი ამ ტიპის სახურავები 2 ფერდობისგან შედგება. არ არის აუციელებელი, ისინი სიმეტრიული იყოს –  შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც კუთხეები, ისე დახრილობა. ოთხ-ფერდობიანი სახურავი ამ ტიპის სახურავი ოთხი განყოფილებისკან შედგება – ორი დიდი ზომის და ორიც, გვერდითა მხარის დასაფარად. გვერდითა ფერდობები სამკუთხაა, შენობის წინა და უკანა კი ტრაპეციის ფორმას იმეორებს. ჩამოწეული სახურავი ამ ტიპის სახურავი შენობის კედლებზე გადმოდის. პირველი ფერდობის დასასრული  მეორეს დასაწყისია და ა.შ. მრავალგანყოფილებიანი სახურავი ასეთი სახურავის კონსტრუქციები იმ შემთხვევაში მონტაჟდება, თუ შენობას მრავალკუთხედის რთული გეომეტრიული ფორმა აქვს. კომბინირებული სახურავი სახლის სახურავის ერთ-ერთი ყველაზე რთული დიზაინი კომბინირებულია და ის სახურავთა სხვადასხვა ტუპებს აერთიანებს. ასეთ სახურავებს საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა აქვს, თუმცა მისი აშენების პროცესში საკმაოდ ბევრ სირთულეს შეიძლება წააწყდეთ.