მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოები (ნაწილიII)

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოები (ნაწილიII)

სამზარეულოსგან განსხვავებით, რომელიც უახლეს ტექნიკას და მასალებს საჭიროებს, სააბაზანოს მოწყობის ხელოვნება უძველესი დროიდან დამკვიდრებულია. ისტორიას ახსოვს ფარაონების ოქროს აბაზანები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი პირსაბანები და ისეთი ფუფუნების საგნები, რომელთათვის კონკურენციის გაწევა დღესაც კი რთულია. თუმცა, თანამედროვე დიზაინერებს ეყოთ ფანტაზია, რომ შეუზღუდავი ფინანსების პიროებში, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები შეექმნათ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სააბაზანოებს: ბრინჯაოს აბაზანა – 122 000$ ექსკლუზიურობის განცდის შესანარჩუნებლად, ამ აბანოს 12 ეგზემპლარი შეიქმნა. მთელი აბაზანა დამზადებულია სუფთა ბრინჯაოსგან, გარედან კი ის მორთულია სუფთა ვერცხლითა და ოქროთი. აბაზანის ხელნაკეთი დეკორაცია მას აღმოსავლურ იერს ანიჭებს და ავეჯს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს. მალაქიტის აბაზანა – 222 000$ Baldi-ს მიერ შექმნი აბაზანა იშვიათი ძვირფასი ქვისგან – მალაქიტისგანაა დამზადებული. აბაზანას 24 კარატიანი ოქროსგან შექმნილი ფეხები ამშვენებს. აბაზანას მოყვება აქსესუარებისა და ავეჯის მთელი ნაკრები, რომელიც ასევე  მალაქიტისა და ოქროსგან არის დამზადებული. კლდის ბროლის აბაზანა – 790 310 $ აბაზანა გამოჩენილმა დიზაინერმა ლუკა ბოიოლამ დაამზადა. მსოფლიოში ამ აბაზანის მხოლოდ სამი მოდელია. აბაზანა უიშვიათესი ტიპის კლდის ბროლისგან არის დამზადებული. ის 10 ტონიანი კლდის ფრაგმენტს წარმოადგენს და ბრილიანტებით არის მორთული. ოქროს აბაზანა – 990 000$ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული აბაზანა სუფთა ოქროსგან არის დამზადებული და ის სასტუმრო Kominato-ს ნომერში დგას და შესაბამისად, ძვირადღირებული ოთახის ქირაობის შემთხვევაში, მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. აბაზანა 80 კილოგრამს იწონის და ერთ-ერთი ქველაზე ძვირადღირებული ავეჯად ითვლება, რაც კი ოდესმე შექმნილა.  Le Grand Queen – 1 700 000$ სიაში პირველ ადგილს კი ლეგენდარული დიზაინერის Simon Krapf-ის მიერ შექმნილი აბაზანა იკავებს, რომელიც უკიდურესად იშვიათი ძვირფასი ქვისგან, Caijou-სგან არის დამზადებული. ქვა იმდენად იშვიათია, რომ მისი წარმოშობა და აბაზანის მრავალი დეტალი გასაიდუმლოებულია. თანაც, Le Grand Queen-ის აბაზანის შესაქმნელად 10 ტონა ქვა გამოიყენეს. რამდენიმე წლის წინ, აბაზანა ანონიმურმა არაბმა მყიდველმა დუბაის საიუველირო ფესტივალის დროს იყიდა თითქმის 2 მილიონ დოლარად და ის სწორედ ამის შემდეგ გახდა ოფიციალურად ყველაზე დროის ყველაზე ძვირადღირებული აბაზანა.