მაკა მახარაძის სახლი და იშვიათი ანტიკვარული ნივთები

მაკა მახარაძის სახლი და იშვიათი ანტიკვარული ნივთები

მაკა მახარაძე ამჟამად ისტორიულ სახლში და სწორედ იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახი ცხოვრობდა. ქალბატონი მაკა სახლის, საოჯახო რელიკვიებისა და სამახსოვრო ნივთების შესახებ გვესაუბრება. – ამ ბინას ქალბატონი ნატოსა და ბატონი ნიკოლოზის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 16 წლის წინ სახლი ჩემმა ქალიშვილმა ნატომ და სიძემ ნიკა თავაძემ შეიძინეს. რაც აქ ძველებურ ავეჯს და ძველებურ ნივთებს ხედავთ, ნატომ მშრალ ხიდზე იყიდა. მათ შორისაა ხის კარადები, სკივრი, მაგიდის გადასაფარებელი, კედლის ხალიჩა და სხვა ანტიკვარული ნივთები ა.შ. ანტიკვარიატი საკუთარი ძველი ნივთებიდან გვაქვს როიალი, რომელიც ჩემს დედამთილს – ნატალია (ტუსია) გიორგობიანს ეკუთვნოდა. იგი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ზეისტორიული, დედაჩემის მშობლებისეული სავარძელი. მანამდე არ ვიცი, ვისი იყო, საკმაოდ ძველი დროის ნაკეთობაა. დედას ერგო მზითევში და დაწესებული იყო – ქალის ხაზით გადადიოდა. თუმცა, ჩემთან ამ ნიშნით არ მოხვედრილა. საქმე ასე იყო: მამაჩემმა, კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრი როცა დააარსა, პირველი სპექტაკლისთვის „რაც მტრობას დაუნგრევია“ ესაჭიროებოდა სავარძელი. იმ პერიოდში დედა და მამა დიდი ხნის განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ მამას ათხოვა ეს სავარძელი და თითქმის ყველა სპექტაკლში მამაჩემისთვის თანმდევი რეკვიზიტი გახდა. ჩემთან კი სავარძელი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა. როიალი ძველი ნივთები სტატია სრულად თეგები: სკივრი, კედლის ხალიჩა, ძველებური ავეჯი, ძველებური ავეჯი,მაგიდის გადასაფარებელი, მაგიდის გადასაფარებელი, ანტიკვარული ნივთები,