მიწისქვეშა სახლები - საოცარი არქიტექტურული ნაგებობები

მიწისქვეშა სახლები – საოცარი არქიტექტურული ნაგებობები

მდელო ნაკრძალის პირას ისეთი ადგილია, სადაც მშენებლობა დაუშვებელია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნიდერლანდებში აგებული ეს სახლი მიწაშია ჩაფლული. ეს ძალიან საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტაა, რომლის ზედაპირიც იმ ფარდულის ფორმას იმეორებს, რომელიც მანამდე, ამ ადგილზე იყო. ასე გამოიყურება სახლის შესასვლელი. სახლის კედელლები ბეტონისგან არის ჩამოსმული. მისაღები ოთახი ტერასაზე გადის. ხოლო უფრო ქვემოთ თუ ჩახვალთ, საძინებელ ოთახში აღმოჩნდებით. შენობის ცენტრში გამჭვირვალე მინის ლიფტია დამონტაჟებული. მიწისქვეშა ნაგებობის კიდევ ერთი ნიმუში სასტუმრო Jumbo Jet mansion-ია ამ ეკო მეგობრულ ნაგებობამდე მიღწევა მხოლოდ საბაგირო გზის საშუალებით შეიძლება. მდებარეობის გამო, სასტუმროს არაჩვეულებრივი ხედები აქვს. შენობის ინტერიერი კი თანამედროვე და მინიმალისტურია. სასტუმროს შესასვლელი ღამითაც შთამბეჭდავად გამოიყურება.