როგორ შევქმნათ კედლის დეკორი საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ კედლის დეკორი საკუთარი ხელით

თუ ცარიელი კედლის გასაფორმებლად სარკის ან ნახატების ჩამოკიდება არ გსურთ და უფრო შემოქმედებითი მიდგომა გირჩევნიათ, მაშინ ჩვენი რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ნამდვილად დაგეხმარებათ. შექმენით დეკორაცია ქაღალდის გამოყენებით ქალღალდი დეკორაციის შესაქმნელად ყველაზე ადვილად მოსაპოვებელი და დამყოლი მასალაა. პეპლები, ყვავილები ან გულები – შეარჩიეთ ფორმა და გამოჭერით ქაღალდი. ასეთი დეკორი კედელზე ადვილად მაგრდება და მისი ჩამოხსნაც არანაირ სირთულეს არ უკავშირდება. შექმენით რომანტიკული გარემო შეგიძლიათ, რაიმე თარიღთან დაკავშირებით, ქაღალდი გულების ფორმაზე გამოჭრათ და ოთახში რომანტიკული გარემო შექმნათ გააბით ძაფები შეგიძლიათ, კედელში ლურსმნები ჩაარჭოთ და ძაფები გააბათ ისე, რომ რაიმე სიტყვა გამოსახოთ. მოხატეთ კედელი კიდევ ერთი მარტივი გამოსავალი კედლის მოხატვაა. მის გადაღებვას ყოველთვის შეძლებთ, დივნის უკან ლამაზი ნახატი კი თქვენი სახლის ინტერიერს ნამდვილად გაახალისებს. გამოფინეთ კედელზე ჭურჭელი თუ უფრო ტრადიციული მეთოდი გირჩევნიათ, შეგიძლიათ, კედელი ლამაზი ჭურჭლით მორთთ.