როგორ შევარჩიოთ კედლის დეკორაცია

როგორ შევარჩიოთ კედლის დეკორაცია

ხშირად, რემონტის დასრულების შემდეგ ვხვდებით, რომ ცარიელი კედლები ოთახის ინტერიერს დაუსრულებელ სახეს აძლევს. თუ სარკის, ან ნახატების ჩამოკიდებას უფრო შემოქმედებითი მიდგომა გირჩევნიათ, მაშინ შეგიძლიათ საკუთარი ძალებით სცადოთ კედლის დამშვენება. იმისთვის, რომ კედლის გაფორმება სწორად ჩაჯდეს ოთახის დიზაინში, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ: პანელები კედლის მოსართავად პატარა, ერთნაირი ზომის პანელების დამზადება და თქვენთვის სასურველ ფერებში შეღებვა ოთახს გაახალისებს და ინტერიერს თანამედროვე ელემენტებს შემატებს. კოლაჟები კოლაჟების საშუალებით, შეგიძლიათ კედელზე გააცოცხლოთ თქვენი წარსულის ბედნიერი მომენტები. შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი ფოტოები და თქვენი განწყობა ოთახში შესვლისთანავე ამაღლდება. ჩარჩოები ასევე შეგიძლიათ, ჩარჩოებს სხვადასხვა ფაქტურის შპალერი შემოაკრათ. ეს, გაღებილ კედელს გაახალისებს და ოთახს უფრო მყუდროს გახდის. ტრიპტიქები თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ რომელიმე კედელი ტრიპტიქებით შეავსოთ. ეს დიზაინი განსაკუთრებით, დივნის უკანა კედელს უხდება. გაფორმება ხით თუ გსურთ ოთახი უფრო თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ხის დეკორი საუკეთესო საშუალებაა. ქვის ფილებით გაფორმება ასევე ტენდენციურია ქვის ფილებით მორთული კედლები.