"1 წელი შეგვისრულდა, რაც ამ სახლში ვართ..." - ახალგაზრდა პოლიტიკოს საბა ბუაძის და მისი მეუღლის ბინა

“1 წელი შეგვისრულდა, რაც ამ სახლში ვართ…” – ახალგაზრდა პოლიტიკოს საბა ბუაძის და მისი მეუღლის ბინა

ახალგაზრდა პოლიტიკოსი საბა ბუაძე მეუღლესთან ერთად ერთი წელია, ამ ბინაში ცხოვრობს, სადაც გოგოლა კალანდაძე მისი ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში ეტუმრათ. წყვილი 10 წელია ერთად არის და ორ შვილს ზრდის, თუმცა ეს ბინა ახალია და როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოწყობილი. როგორც ნინუცა ამბობს, დიზაინზე ეკა ჩხეიძემ იზრუნა. ბინა გამორჩეულია ნახატებით. საბა ამბობს, რომ ძალიან უყვარს მხატვრობა. ასევე არის ბევრი მცენარე და საინტერესო გარემო.