როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის 24,5 მილიონ დოლარად შეძენილი სახლის ინტერიერი (+ფოტოები)

როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის 24,5 მილიონ დოლარად შეძენილი სახლის ინტერიერი (+ფოტოები)

ანჯელინა ჯოლი, თითქმის ოთხი ათწლეულია, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავია. ამხნის განმავლობაში, მსახიობს ისეთი ჰონორარი აქვს აღებული, ბუნებრივია, მის უძრავ ქონებას არაერთი მდიდრული საცხოვრებელი შეადგენს. ამჯერად, წარმოგიდგენთ ანჯელინას ფეშენებელურ სასახლეს, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ლოს ფელიზში, გრიფიტის ობსერვატორიამდე არსებულ ულამაზეს პეიზაჟებს შორის აგებული შენობა, შეძენილია 2017 წელს, 24.5 მილიონ დოლარად. ქონება, 1913 წელს, ეკუთვნოდა კინორეჟისორ სესილ ბ. დემილს. 2.1 ჰექტარზე გაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს 6 საძინებელი და 10 აბაზანა, რომლებიც განლაგებულია სამ სართულზე. ასევე, სახლს აქვს სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი, გარე აუზი და “ჩაის სახლი”. ანჯელინამ Vogue – თან ინტერვიუში ამ სახლის ყიდვის მიზეზი განმარტა: მას სურდა, შვილების მამასთან, ბრედ პიტთან ახლოს ყოფილიყო. მსახიობმა ასევე ახსნა ის, რაც განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნია სახლთან დაკავშირებით: ”გასართობი ოთახი არ არის, მაგრამ უამრავი სასეირნო ბილიკი და ფიქრის ადგილებია”.