"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი

“პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე – დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული…” – მანანა მგალობლიშვილი

“ეს ხალ­ხი სულ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის ქვეშ რო­გორ უნდა იყოს, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას და­სახ­მა­რე­ბე­ლი არა­ფე­რი სჭირს”, – ეს გან­ცხა­დე­ბა “გირ­ჩის“ ლი­დერ იაგო ხვი­ჩი­ას ეკუთ­ვნის. პო­ლი­ტი­კო­სის ამ გან­ცხა­დე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში და­ი­ბად­ნენ, გა­ი­ზარ­დნენ და დღემ­დე დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რო­ბენ. მათ შო­რის არის ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წლე­ბის შემ­დეგ სტუმ­რად ჩა­ვი­და სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და სახ­ლი, სა­დაც მშობ­ლებ­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა. მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის და მისი შვი­ლე­ბი დღემ­დე ატა­რე­ბენ დევ­ნი­ლის სტა­ტუსს, თუმ­ცა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბას არ იღე­ბენ და ბი­ნაც არა­სო­დეს მო­უ­თხო­ვი­ათ… ექ­ვსი და-ძმა ჰყავს და დახ­მა­რე­ბას არც ისი­ნი იღე­ბენ… მარ­თა­ლია, მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა არა­რე­თხელ გა­შუ­ქე­ბუ­ლა მე­დი­ა­ში, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი… “ბავ­შვო­ბი­დან ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლა­ვართ, ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად ვი­ფიქ­რო ნე­გა­ტი­ურ­ზე, წარ­სუ­ლის სევ­დი­ან ეპი­ზო­დებ­ზე და არ ვი­დარ­დო იმა­ზე, რაც გარ­და­უ­ვა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­სუ­ლა ისე, რომ გო­ნე­ბა­ში ერთი წა­მით მა­ინც არ აღ­მედ­გი­ნა ჩემი დიდი და ლა­მა­ზი სახ­ლი სო­ხუმ­ში, ფარ­თოდ გა­დაშ­ლი­ლი აივ­ნე­ბით, გრძე­ლი კი­ბე­ე­ბით, მა­მა­ჩე­მის ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი მა­რან-აუ­ზე­ბით… სახლის სოხუმში ზოგ­ჯერ დე­და­ჩე­მის გა­და­ძა­ხი­ლიც მეს­მის ან მა­მა­ჩე­მის მტკი­ცე და დინ­ჯი სა­უ­ბა­რი, დრო­დად­რო ზღვის იოდ­ნა­რევ ჰა­ერ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი ევ­კა­ლიპ­ტე­ბის, პიტ­ნი­სა და მან­და­რი­ნე­ბის სურ­ნელ­საც შე­ვიგ­რძნობ. დღეს პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ ჩემი სახ­ლის ფო­ტოს, რო­მე­ლიც ორი­ო­დე წლის წინ სო­ხუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ვი­ღე. დამ­წვა­რი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, და­ჩაგ­რუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი… მაგ­რამ თით­ქოს მა­ინც ამა­ყად მდგა­რი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ასე მგო­ნია ან ასე მინ­და, რომ იყოს.. ძა­ლი­ან მინ­დო­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი შიგ­ნით და წარ­სუ­ლის მე­მა­ტი­ა­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის ხელი შე­მევ­ლო, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან მთე­ლი ეზო ეკალ­ბარ­დე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი და ჭიშ­კა­რიც ვე­ლურ მცე­ნა­რე­ებს ნელ სიკ­ვდილ­ში ჩა­ეთ­რი­ათ.
სი­ტყვა “ტრა­გე­დია” და “შოკი” ისე სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ასა­ხავს იმ ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა დევ­ნილ­მა გა­მო­ი­ა­რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა იმ­დე­ნად ღრმა იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის, რომ ბევ­რმა ვერ შეძ­ლო ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, დარ­ჩა ისევ იქ, აფხა­ზეთ­ში, წარ­სუ­ლი დი­დე­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში და მწა­რე ნოს­ტალ­გი­ა­ში. შე­საძ­ლოა ეს გარ­კვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტიც გახ­ლდათ – ახა­ლი რე­ა­ლო­ბის არ მი­ღე­ბის, არ აღი­ა­რე­ბის და არ შე­გუ­ე­ბის… განაგრძეთ კითხვა