როგორ დავიცვათ შპალერი დაძველებისგან

როგორ დავიცვათ შპალერი დაძველებისგან

ახლადგარემონტებული ბინას ყოველთვის განსაკუთრებული სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. ყველას სურს, რომ ეს განწყობა დიდხანს შენარჩუნდეს. როგორც წესი, იატაკები და ფანჯრები არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ იერსახეს, თუმცა არსებობს მასალები, რომლებსაც სიძველე უფრო მალე ეკიდება. ასეთია – შპალერი. შპალერის დაზიანება ადვილია, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც საწოლია მიდგმული. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც თქვენს შპალერს დაიცავს. შეარჩიეთ საწოლი, რომელსაც მაღალი საზურგე აქვს თუ საწოლზე მჯდომი კედელს ხშირად მიეყუდებით, შპალერი ადვილად დაზიანდება, ამიტომ, თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ და შეარჩიეთ მაღალსაზურგიანი საწოლი. შეარჩიეთ საწოლის ისეთი მოდელები, რომლებსაც თაროები მოყვება თაროიანი საწოლი პრაქტიკულიცაა და მრავალფუნქციურიც. იმის გარდა, რომ მასზე წიგნების და სხვადასხვა ნივთის შმეოწყობას შეძლებთ, ასევე შპალერსაც დაიცავთ დაზიანებისგან. გაუკეთეთ საწოლს ნაჭრის საფარი, რომელიც კედელს ხახუნისგან და დაბინძურებისგან დაიცავს შეარჩიეთ ისეთი ფერის ტექსტილი, რომელიც თქვენი საწოლის, ან კედლის ფერს შეესაბამება. შეეცადეთ, ის ადვილად ჩამოსახსნელ საკიდზე დაამაგროთ, რომ მისი გარეცხვაც შეძლოთ ხოლმე. საწოლის უკან, გააკარით პანელი პანელის გაკვრით არა მხოლოდ შპალერს დაიცავთ დაზინებისგან, არამედ, ოთახს თანამდროვე ელფერსაც შესძენთ. საკიდზე ჩამოკიდეთ ხალიჩა თუ უფრო ძველმოდური მიდგომები მოგწონთ, საწოლის უკან ლამაზ ორნამენტებიანი ხალიჩა ჩამოკიდეთ. დაკიდეთ კედელზე სურათები ან ნახატი ამ გზით, თქვენს ოთახს უფრო არტისტულს გახდით, სურათის ან ნახატის ჩარჩოს კი კედელზე მიყუდების ჩვევას მოგაშლევინებთ.