რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის ფეშენებელური სახლი სოჭში

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის ფეშენებელური სახლი სოჭში

ეს სახლი ესტრადის მომღერალს, თამარ ქუტიძეს ეკუთვნის. სახლი საკურორტო ზონაში მდებარეობს, კერძოდ – სოჭში და გასტროლების შემდეგ დასვენებისთვისაა განკუთვნილი. ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება შავ ზღვაზე. სწორედ ამ ხედზე გააკეთა მთავარი აქცენტი დიზაინერმა სივრცეზე მუშაობის დროს. ამისთვის მას კედლის აღება მოუწია, რათა მისაღებიდან ფანჯარა გამოჩენილიყო, სამაგიეროდ, დაბურული მინის ტიხარი გააკეთა საძინებელსა და მისაღებს შორის, რათა მეპატრონეს პირადი სივრცე ჰქონოდა. განიერი, თორმეტმეტრიანი ტერასაც ორ ზონად მოეწყო, ყავის ზონად მაგიდითა და დივნით და ლაუნჯ ზონად, საიდანაც მზის ჩასვლის ყურებაა შესაძლებელი. სველი წერტილიც გადაკეთდა, აქ მოეწყო სამრეცხაო, დასაბანი ზონა და ფართო საშხაპე თავისი სპეციალური განათებით. სახლი მისაღები ოთახი სამზარეულოს დიზაინი მისაღების დიზაინი გარდერობი საძინებელი აივნის დიზაინი წყარო: shin.ge