როგორ შევქმნათ სახლში ბავშვებისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემო

როგორ შევქმნათ სახლში ბავშვებისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემო

იმ სახლში, სადაც ზრდასრულებთან ერთად ბავშვები, ან შინარუი ცხოველები ცხოვრობენ, დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო როგორც ინტერიერის, ისე, ავეჯის განლაგების შერჩევისას. იმისთვის, რომ სახლის პატარა ბინადრებმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ, რამდენიმე გარემოება უნდა მიიღოთ მხედველობაში. უსაფრთხოება – ეს ის არის, რაც პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ: 1 – ბავშვებში ტრავმების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ყველა სახის ავეჯი, სარკე და ტელევიზორი კედელზე მიაყუდოთ. 2 – ადვილად მსხვრევადი საგნები უფრო მაღლა დაამაგრეთ, რომ ბავშვები და შინაური ცხოველები ვერ მისწვდნენ. 3 – დამალეთ ელექტროგადამცემი კაბელები და დენცქვიტა გადამყვანები. 4 – ხოლო იმისთვის, რომ კარში ბავშვს ხელი არ მოჰყვეს, ცხოველს კი კუდი, დაამაგრეთ სპეციალური ჩამკეტები. 5 – გაითვალისწინეთ, რომ ავეჯის კუთხეები პოტენციური საფრთხის შემცველია. ამიტომ, დამცავები ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. 6 –  არ დაგავიწყდეთ, რომ რბილი ავეჯი და სკამები არ დადგათ ფანჯრების სიახლოვეს, რადგან ბავშვებს ხშირად უჩნდებათ გარეთ გადახედვის ინტერესი. 7 – ასევე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ სახში კიბეები გაქვთ. 8 – სამზარეულო სახლის ის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს, რადგან თავიდან აიშოროთ დამწვრობები. 9 – ყურადღებით შეარჩიეთ მცენარეები – პატარა ბავშვებს უყვართ ყველაფრის გასინჯვა, ამიტომ უმჯობესია, მცენარეები მაღალ კარადებსა თუ თაროებზე მოათავსოთ. თუ სახლში კატები ან ძაღლები გტავთ, ასევე დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, რადგან ზოგი მცენარე, ცხოველებში ღებინებას და მოწამვლას იწვევს.