"ოცდაშვიდწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში 24 სახლი გამოვიცვალეთ" - დაათვალიერეთ მსახიობ ონისე ონიანის სახლი

“ოცდაშვიდწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში 24 სახლი გამოვიცვალეთ” – დაათვალიერეთ მსახიობ ონისე ონიანის სახლი

უკვე დიდი ხანია, მე და ჩემი ოჯახი სახლებს ვიცვლით. ოცდაშვიდწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ოცდაოთხი სახლი გამოვიცვალეთ. ნაქირავებიდან ნაქირავებში, ახლობლიდან ახლობლის სახლში გადავდიოდით. საკუთარი სახლიც გვქონდა, პირველად – საბურთალოს ქუჩაზე, მერე – ჩხეიძეზე, მოგვიანებით – ბერიტაშვილზე, რომელიც გავყიდეთ და ახლა ლისზე ავიშენეთ საკუთარი სახლი. ნელ-ნელა მივდიოდით საკუთარ სახლამდე, რაც ძალიან გვინდოდა. ჩვენი ახლობლები გვეუბნებიან, ისე მიეჩვიეთ ამ ყველაფერს, ოთხ წელზე მეტი ერთ სახლში ვერ ჩერდებითო. თურმე, მართლა შეიძლება ბინების ცვლაზე დამოკიდებული გახდე” – საუბრობდა მსახიობი ონისე ონიანი წლების წინ ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში. მრავალწლიანი “მომთაბარე” ცხოვრების შემდეგ კი მსახიობმა ოცნება აისრულა და საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ახალ სახლში ყველაფერი ონისესა და მისი მეუღლის ხელითაა გაკეთებული. ამჯერად მსახიობის სახლს გოგოლა კალანდაძე ესტუმრა.