როგორ სახლში ცხოვრობს დიანა ღურწკაია

როგორ სახლში ცხოვრობს დიანა ღურწკაია

ახალი დიზაინერული შტრიხები, ულტრათანამედროვე და ცოტა უცნაური აქსესუარები – ეს ყველაფერი მისთვის უცხოა. დიანა ღურწკაიასთვის მთავარია, რომ მის სახლში სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე. – ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ძალიან მიყვარს, გასტროლების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარ სახლში ვახერხებ, გავაღებ თუ არა კარს და შევიგრძნობ თუ არა ჩემი სახლის სურნელს, თავს უზომოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.