როგორ მოვუაროთ და დავიცვათ აბაზანა დაძველებისგან?

როგორ მოვუაროთ და დავიცვათ აბაზანა დაძველებისგან?

აბაზანის მოფრთხელა არა მხოლოდ მისი გარეგნული იერსახის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი, არამედ იმისთვისაც, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს იყოს ვარგისი გამოსაყენებლად. ამ სტატიაში გაგაცნობთ აბაზანის მოვლის ძირითად წესებს: არც ერთი აბაზანა არ უნდა გაიწმინდოს ხისტი ჯაგრისით და ქლორის შემცველი სითხეებით ისინი ზედაპირზე ნაკაწრებს და მიკრობზარებს ტოვებენ. მათში შემავალი ხსნარი კი დროთა განმავლობაში, ანადგურებს დამცავ ფენას და აღწევს აბაზანის ძირამდე. არ გირჩევთ ცხელი და ცივი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ასეთმა თერმულმა დატვირთვებმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს მიკრობზარების გაჩენა და აბაზანის კედლების დეფორმაციამდეც კი მიგვიყვანოს. ფრთხილად იყავით აბაზანის მოვლის ხალხური რჩევებით დამზადებული საშუალებების გამოყენებისას მათგან ყველაზე პოპულარული რეკომენდაციები ეხება საცხობი სოდის, ლიმონის და ძმრის გამოყენებას. მართალია, ეს მეთოდები შეიძლება ეფექტურდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სოდა კაწრავს ზედაპირს, ლიმონი და ძმარმჟავა კი ათხელებენ მასალას. თუ ცხოველებს აბანოში აბანავებთ, ბანაობის წინ ძირზე მოათავსეთ სქელი პირსახოცი ან რეზინის ხალიჩა ეს დაიცავს თასს თქვენი შინაური ცხოველების კლანჭებისგან ნაკაწრებისგან. არ მოათავსოთ ლითონის საგნები, სკამი ან თაიგულები აბაზანაში ყველა ამ ჭურჭელს შეუძლია ადვილად დაკაწროს ძირი ან ჩაღუნოს ის. თუ ამ საბაზისო რჩევებს მიყვებით, თქვენი აბაზანა დიდხანს შეინარჩუნებს პირველად იერსახეს.