თბილი იატაკი ელექტროენერგიის და ცხელი წყლის გამოუყენებლად - როგორ ახერხებდნენ ამას ძველ დროში?

თბილი იატაკი ელექტროენერგიის და ცხელი წყლის გამოუყენებლად – როგორ ახერხებდნენ ამას ძველ დროში?

ზამთრის სიცივეში, მრავალსართულიანი შენობების პირველ სართულებზე და კერძო სახლებში თავს იჩენს პრობლემა – სიცივისგან გაყინული იატაკები. ხშირად, არც რადიატორები, არც გამათბობლები და არც თბილი ხალიჩები არ შველის ცივ იატაკს, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში დისკომფორტს გვიქმნის. როგორც აღმოჩნდა, საუკუნეების განმავლობაში, როცა არც ელექტროობა არ იყო და არც გაზი, ხის სახლებში ერთი ბუხრის ამარა ისევე თბებოდნენ, როგორც დღეს ამას ცენტრალური გათბობა აკეთებს. ამის საიდუმლო კი ნაგებობების კონსტრუქციაშია!
ძველ დროში, ცხადია ბეტონის ფუნდამენტები არ არსებობდა. ხის სახლები ქვის საფუძველზე შენდებოდა, თბოიზოლაციის როლს კი თიხისა და გამომშრალი წიწვისგან მოზელილი მიწაყრილი ასრულებდა.
სახლის გათბობა მიწაყრილში სპეციალური ხვრელები იყო დატოვებული ვენტილაციისთვის. ზაფხულში მათ ღიად ტოვებდნენ, რომ სინესტე არ დაგროვილიყო, ზამთარში კი მჭიდროდ იკეტებოდა სითბოს შესანარჩუნებლად.
როგორ თბებოდა იატაკი?
ცივი იატაკი იატაკები 70-80 მმ სისქის დაფებიდან იგებოდა. ისინი ერთმანეთზე მჭიდროდ იყო მიმაგრებული, თუმცა, ღუმელის მახლობლად დიდი ხვრელები იყო დატოვებული. შედეგად, სახლში უზრუნველყოფილი იყო ჰაერის ბუნებრივი მიმოქცევა. როდესაც ღუმელი ცხელდებოდა, მიწისქვევიდან ცივი ჰაერი ზევით ამოდიოდა, თბილი კი ხვრელიდან პირიქით, ქვევით ჩადიოდა. ამის გამო, იატაკი ხურდებოდა, მიწის ქვეშ ტემპერატურა ნულზე მაღლა ადიოდა და ტენიანობა ქრებოდა. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თეგები: ცენტრალური გათბობა, ცენტრალური გათბობა, გამათბობელი, გამათბობელი, თბოიზოლაცია, თბოიზოლაცია, კედლების დათბუნება, რადიატორები,