5 საინტერესო იდეა სამზარეულოს დეკორისთვის

5 საინტერესო იდეა სამზარეულოს დეკორისთვის

სამზარეულოს დეკორისთვის 5 მარტივ და საინტერესო იდეას გთავაზობთ, რომლებიც თქვენს სახლში უნიკალური და ჰარმონიული სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ. დაძებნეთ სახლში ძველი ნივთები ყველა დიასახლისს აქვს სახლში სათავსო, რომელიც შეიძლება, ხმარებიდან ამოღებულ, თუმცა, ჯერ კიდევ გამოსადეგ ნივთებს ინახავდეს. მაგალითად, მინის ფერადი ბოთლები, ლამაზი სახურავებით. მსგავსი ნივთები ხშირად გამოიყენება სკანდინავიური სტილის ინტერიერში. ასევე, შეიძლება თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს თეფშები, ჭიქები და ხის საჭრელი დაფები, რაღა ოთახში თბილი და მყუდრო გარემო შეიქმნას. ტექსტილი პირსახოცები, ფარდები და სუფრის გადასაფარებელი შეიძლება სამზარეულოს ფერთა გამის მიხედვით შეარჩიოთ. სეზონური დეკორი სეზონური ახალი ყვავილები ინტერიერში ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. შემოდგომაზე ეს შეიძლება იყოს გამხმარი ყვავილები, ზამთარში – ნაძვის ტოტები, გაზაფხულზე – აყვავებული ტოტები, ზაფხულში – ახალი ყვავილები. მაგიდის შესავსებად, ასევე შეიძლება გამოიყენოთ სანთლები. მწვანე მცენარეები არაფერი ახალისებს ინტერიერს ისე, როგორც გამწვანება. ნუ მოერიდებით მის გამოყენებას სამზარეულოში – ისინი შეიძლება დადგათ თაროებზე, სასადილო მაგიდასა თუ ფანჯრის რაფაზე. საკიდები გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულო საკიდებით, სადაც ჭიქებს ან ტაფებთ გამოფენთ. ამ გზით, დაზოგავთ ადგილს სათავსოში და ასევე, სამზარეულოს მყუდრო იერს მისცემთ.