5 ნივთი სახლისთვის, რომლის შეძენაც მეორედი საქონლის ბაზრობებზე სჯობს

5 ნივთი სახლისთვის, რომლის შეძენაც მეორედი საქონლის ბაზრობებზე სჯობს

ცინცხალი ნივთების შეძენა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დადებულ ემოციებს იწვევს, მეორადი ნივთების მაღაზიები და ბაზრობები კი როგორც წესი, სიდუხჭირესთან ასოცირდება. თუმცა სინამდვილეში, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მათთვის სასურველი ნივთების საპოვნელად იდეალური ადგილი სწორედ მეორადი საქონლის ბაზრობებია, რადგან აქ იპოვით ყველაფერს – ხარისხს, უნიკალობას და ისტორიას. მაშ ასე, 5 ნივთი სახლისთვის, რომელიც უმჯობესია, მეორადებში შეიძინოთ: მინის და ფაიფურის ნაწარმი იმის მიუხედავად, გჭირდებათ თუ არა ახალი ღვინის ჭიქები ან თეფშები სტუმრებისთვის, გაითვალიწინეთ, რომ მინის ნაწარმის შეძენა საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციაა სამომავლოდ. ყველაზე ხარისხიან და ფასეულ ბოკლებს კი სწორედ მეორადი საქონლის ბაზრებში შეიძლება გადააწყდეთ. სასანთლეები ვერც ერთი თანამედროვე დიზაინი ვერ გაიმეორებს იმ უნიკალურ ფორმებს, რომლებიც ძველებურ სასანთლეებს ჰქონდათ. ისინი ბევრს გამოაქვს ოჯახიდან გასაყიდად, ამიტომ, დიდი შანსია, მისი შეძენა ხელსაყრელ ფასში შეძლოთ. სურათის ჩარჩოები თანამედროვე სურათის ჩარჩოები პრიმიტიული და მარტივი ფორმისაა. ხოლო თუ ლამაზ ჩარჩოს ეძებთ, აუცილებლად გაიარეთ მეორადი ნივთების ბაზრობაზე. წიგნები ახალი გამოცემებისთვის ყდები ძირითადად კარდონისა და ქაღალდისგან მზადდება, ძველი, წქელტანიანი ყდების მქონე წიგნების ყიდვა კი მეორადი ნივთების ბაზრობებზე შეგიძლიათ. ვინ იცის, იქნებ საყვარელი წიგნის პირველ გამოცემასაც წააწყდეთ ბუკინისტებთან. ავეჯი თუ ძველ ავეჯს იყიდით, ეს იქნება ნამდვილი ხის, მასიური კონსტრუქცია, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ. თუმცა, მეორადი ავეჯის შეძენა საკმაოდ რისკიანი საქმეა – ყურადღება უნდა მიაქციოთ, ლაქები ან დაზიანებები ხომ არ აქვს.