4 ზღაპრული იდეა საბავშვო ოთახის დეკორისთვის - გოგონებისთვის

4 ზღაპრული იდეა საბავშვო ოთახის დეკორისთვის – გოგონებისთვის

როგორც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა თქვა – ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მართლაც, ადამიანის პიროვნებას პირველი შთაბეჭდილებები და მოგონებები აყალიბებენ. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის ოთახის ინტერიერში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა. გოგონების საბავშვო ოთახის დეკორისთვის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომ გადაწყვეტილების მიღება უფრო გაგიადვილდეთ: ნათელი ოთახი „თბილი” დეკორით თუ გოგონას ოთახისთვის არჩევთ ინტერიერს, შეგიძლიათ „ჭუჭყიან“ ვარდისფერზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. რომელიმე კედელი კი მხიარული დეკორით დატვირთოთ. ოთახი ახალშობილისთვის თუ უფრო კლასიკურ ვარიანტს ეძებთ, შეგიძლიათ თეთრი ფერი აარჩიოთ და მას ღია ვარდისფერი დეტალები შეუხამოთ. ოთახი ნათელი დეტალებით თუ უფრო მკვეთრი დეკორი გიტაცებთ, მასიური ხის კონსტრუქცია საწოლისთვის, აგურის კედელი და მკვეთრი ვარდისფერი კარადა თქვენთვის შესაფერისი ვარიანტია. პასტელური ფერები მსავსი დიზაინით, საძინებელ ოთახს კლასიკურ იერს შესძენთ.