10 გასაოცარი ნაგებობა, რომელიც მიტოვებულია

10 გასაოცარი ნაგებობა, რომელიც მიტოვებულია

მსოფლიოში მრავლადაა ისეთი არქიტექტურის ისეთი ნიმუშები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ფუქნციას კარგავს. ამ სტატიაში, წარმოგიდგენთ გასაოცარ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც მიტოვებულია, თუმცა დღემდე იზიდავს მნახველებს: Buzludzhaს მონუმენტი ბულგარეთში არსებული მონუმენტი 1981 წელს, ადგილობრივმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ააგო. ფუტურისტულ არქიტექტურის ნიმუში კომუნიზმის დაცემის შემდეგ უფუნქციოდ დარჩა. თუმცა, ტურისტები ამ შენობაში დღემდე გასაოცარ ფოტოებს იღებენ. „მეგობრობის“ შადრევანი სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1982 წელს აშენებული რკინის კონსტრუქცია არქიტექტორ არტურ თარხანიანს ეკუთვნის. საბჭოთა მოდერნიზმის ეს უნიკალური კონსტრუქცია მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, წლების შემდეგ კი იდუმალ ნაგებობად იქცა, რომელსაც ხშირად უკავშირებენ უცხოპლანეტელებს. ბალიზე, პარკში არსებული მიტოვებული შენობა ეს ნაგებობა ბალიზე მდებარეობს და იმის მიუხედავად, რომ წლებია, უფუნქციოდ არის დარჩენილი, დღემდე იზიდავს ტურისტების ყურადღებას. ობსერვატორიის შენობა ტყეში მდებარე, მიტოვებული ობსერვატორიის შენობა დღეს ჟანგით არის დაფარული. ტუმცა შესაძლოა, ეს მას კიდევ უფრო მეტ იდუმალებასაც ჰმატებდეს. მიტოვებული სოფელი, რომელიც ბუნებამ „შთანთქა“ ეს შენობები ერთ დროს შესაძლოა, სულაც არ გამოირჩეოდა არქიტექტურული მნიშვნელობით. თუმცა, მას შემდეგ რაც ჩინეთში, კუნძულ შენგშანზე მდებარე სოფელი ხალხისგან დაიცალა, ბუნებამ მას განსაკუთრებული იერსახე შესძინა.