უნიკალური ნივთები და ექსკლუზიური ავეჯი გია სურამელაშვილის სახლიდან
- ერთი წელია ამ ბინაში ვცხოვრობ. ბევრ რესტორანში მქონდა მიწვევები და ვმღეროდი. ბოლოს ჩემი პროდიუსერის, მარინა კაშიას დაჟინებული მოთხოვნით, ჩემი სახლი მოვაწყვე ლაუნჯის სტილში და ყოველ საღამოს აქ ვმასპინძლობ სტუმრებს, რომლებსაც ჩემი მოსმენა სურთ. ეს არ არის რესტორნის სტილში, აქ კარები ყველასთვის არაა ღია, წინასწარი შეთანხმებით ვიღებ სტუმრებს. - გია