კომფორტი ერთ სახურავის ქვეშ
ნოვას ისტორია 2006 წლიდან იწყება. პირველ ეტაპზე, კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა.
2011 წლიდან ნოვამ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა, რომლის მოდერნიზაცია და გაფართოვებაც დღემდე გრძელდება. კომპანია უკვე 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: სახურავის მასალები, წყალდამწრეტი სისტემები, ფასადის მოსაპირკეთებელი თუნუქის საიდინგი, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები და სხვა აქსესუარები; პოლიეთილენის პროდუქცია – ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, საგზაო ბარიერები, სანაგვე ურნები.
ასევე, ნოვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (IZOCAM; BETEK; RIGIPS; BIEN; INGCO დასხვ.) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ნოვა არის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი.