შეცდომები, რომლებსაც რემონტის დროს ყველაზე ხშირად უშვებენ
ცოტა რამ შეიძლება იყოს იმაზე უფრო მეტად სასიხარულო, ვიდრე ის, რომ ბოლოსდაბოლოს საკუთარ ბინას შეიძენ: იქნება ეს შავი თუ თეთრი კარკასი, ჩვენ ყიდვის პროცესშივე წარმოვიდგენთ, როგორ მოვაწყობთ მას; როგორ გავარემონტებთ, რა ფერებს ავირჩევთ და ა.შ. თუმცა როცა რემონტის პროცესში ვეშვებით, აღმოვაჩენთ, რომ რემონტის კეთება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ჩვენგან: ფინანსურს, ენერგიას, დროს და ა.შ.
იმისათვის, რომ რემონტის პროცესი უსასრულოდ არ გაიწელოს და ჩვენც არ შევეჩეხოთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უკვე დაგებული ლამინატის აყრა; კერამიკული ფილების ამობურცვა და დასკდომა, მოსანგრევი და ახლიდან ასაშენებელი ტიხრები და ა.შ. სჯობს, იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს გადახედოთ, რომელიც სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ კონსულტანტებმა და მენეჯერებმა მოგიმზადეს.
ბიუჯეტის დაგეგმვა
ნებისმიერმა გამოცდილმა ხელოსანმა თუ არქიტექტორმა კარგად იცის, რომ რემონტის პროცესში ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თანხის 10-15% გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. მზად იყავით, რომ აუცილებლად დაგაკლდებათ კერამიკული ფილა სადღაც, ან კიდევ ერთი შეკვრა შპალერი.
ამ პროცესში ხანდახან ძალიან უსიამოვნო რამ ხდება: მაგალითად, მილების ან ელექტრობის არასწორად განაწილების გამო შეიძლება კედლების ხელახლა გალესვა და შეფითხვნა მოგვიწიოს. ამიტომაც, პირველი რჩევა: დაგეგმეთ ბიუჯეტი სწორად, დაიხმარეთ ამაში პროფესიონალი.
პროცესის დაგეგმვა
იმ შემთხვევაში, თუკი სახლს მთლიანად არემონტებთ, „ნოვას“ კონსულტანტები გირჩევენ, რომ რემონტი აბაზანიდან დაიწყოთ. აბაზანა-ტუალეტი ის ადგილია, სადაც ბიუჯეტი არ უნდა დაინანოთ: სწორად გაკეთებული გაყვანილობა და კედლები იმის გარანტიაა, რომ წლების მანძილზე მომავალში მშვიდად იცხოვროთ და ქვედა სართულის მეზობელი ერთ დღესაც შემთხვევით არ „ჩარეცხოთ“. ამის შემდეგ მოდის სამზარეულო, ანუ მეორე სველი წერტილი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გათბობის დაგეგმარებასაც. გაიარეთ კონსულტაცია როგორც ხელოსანთან, ისე – ბუნებრივი აირის პროვაიდერთან თქვენს უბანში. დაგეგმეთ, სად დადგამთ გათბობის ქვაბს და როგორ გადაანაწილებთ რადიატორებს ოთახებში, ისე, რომ პირველ რიგში, გათბობა უსაფრთხო იყოს, შემდეგ კი – ენერგოეფექტური.
სათავსოს დაგეგმვა
თუკი ოჯახით აპირებთ ახალ ბინაში გადასვლას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გადასვლიდან ზუსტად ერთ თვეში თქვენს ბინაში უამრავი ნივთი მოიყრის თავს, რომლის გადაყრაც გენანებათ, თუმცა არც ის იცით, სად შეინახოთ. ამისათვის საჭიროა, რომ მათთვის სათავსოები წინასწარ დაგეგმოთ, მაგალითად: დამატებითი კარადები საძინებელში საბნებისთვის და ბალიშებისთვის; რამდენიმე ზედმეტი თარო სამზარეულოში ჭურჭლისთვის; ერთი შეკიდული პატარა კარადა ან თარო აივანზეც – ზამთრის კონსერვების და მურაბების შესანახად; ღია ტიპის თაროები წიგნებითვის, თუკი ბევრი წიგნი გაქვთ და ა.შ.
სარკეები და ტელევიზორები
დიდი ეკრანები ჩვენს ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომაც აუცილებელია წინასწარ იმის დაგეგმვაც, თუ როგორ მოაწყობთ ოთახს, სადაც ტელევიზორი უნდა იდოს. აქ გასათვალისწინებელია განათების მომენტიც, რათა ფანჯრიდან შემოსული სხივები ეკრანმა არ აირეკლოს და გამოსახულება არ გააბუნდოვანოს.
კარის გაღების მიმართულების დაგეგმვა
სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა სასაცილო ის ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ არასწორადაა ჩამოკიდებული კარი და როგორ შეცდომითაა დაგეგმილი მისი გაღების მიმართულებაც. თითქოს წვრილმანია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარი ყველგან თავისუფლად გაიღოს და დაიხუროს, რადგან თუკი მას ხელს რამე უშლის (მაგალითად, პლინტუსი, ზღურბლი და ა.შ.) შესაძლებელია კუთხეები და პლინტუსები სახლში მარტივად გაფუჭდეს.
ამ და კიდევ სხვა საინტერესო და სასარგებლო რჩევებს სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“ აუცილებლად მოგცემენ. მთავარია, რემონტი და მშენებლობა სწორად დაგეგმო და ეს საქმე პროფესიონალებს ანდო. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ „ნოვაში“ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით განსაკუთრებული ფასები და აქციები თითქმის ყველა პროდუქტზე მოქმედებს.