ძველი ნივთები სახლში - სად უნდა შეინახოთ არასაჭირო ნივთები

ძველი ნივთები სახლში – სად უნდა შეინახოთ არასაჭირო ნივთები

არსებობს ნივთები, რომლებიც დაძველდა და გამოუსადეგარია. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეღარ იყენებთ, თუმცა განსაკუთრებული მოგონებების გამო, გადასაგდებადაც ვერ იმეტებთ. სტატიაში ნახავთ: ძველი ნივთები სახლში – სად უნდა შეინახოთ არასაჭირო ნივთები. ამ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, სად და როგორ უნდა შეინახოთ მოძველებული და არასაჭირო ნივთები, რომლებიც გადასაგდებად არ გემეტებათ:
გამოვყოთ გადასაგდები და შესანახი ნივთები
კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ნივთის შენახვა თუ აჯობებს, ის ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ თავიდან? – რემონტის შემდეგ მორჩენილი შპალერი, ძველი ტანსაცმელი, გაუხსნელი საჩუქრები და ბებია-ბაბუის დატოვებული ნივთები. დაიტოვეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ან ისეთი ნივთები, რომლებიც მომავალში შესაძლოა გამოგადგეთ, დანარჩენი კი გადააგდეთ. ამ გზით, თქვენი დაგროვილი ნივთების რაოდენობა შემცირდება.
გადავახარისხოთ ნივთები
დანარჩენ ნივთებს კი სახლში უნდა გამოუძებნოთ ადგილი. ამისთვის ორგანიზების კარგი უნარი დაგჭირდებათ. პირველ რიგში, დაახარისხეთ ისინი და მოაქციეთ სხვადასხვა კატეგორიის ქვეშ:
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • იშვიათად გამოსაყენებელი ნივთები;
  • პირადი და სამახსოვრო;
  • ადვილად მსხვრევადი და და ა.შ.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
ნივთები ისე უნდა შეინახოთ, რომ არ გაგიჭირდეთ მათი მიგნება და მოწესრიგება. ისეთი ნივთები, რომლებსაც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოუნახავთ გამოყენებას, უფრო ღრმა და მიმალულ ადგილებში დააწყვეთ, ხოლო ისინი, რომლებიც უფრო დაგჭირდებათ, წინა რიგებში. ასევე გაითვალისწინეთ, რა მასალისგან არის დამზადებული ნივთები. მაგალითად, ფოტოალბომს, დოკუმენტებს და ქაღალდებს ნესტიან სარდაფში ნუ შეინახავთ, ხოლო მსხვრევად ნივთებს მძიმე ყუთებს ნუ შემოადგამთ ზემოდან.
საკუჭნაო
საკუჭნაო ხის და ქაღალდის ნივთებს საკუჭნაოში მიუჩინეთ ადგილი. იქ შეგიძლიათ მოათავსოთ კიბე და ხელსაწყოები. ხოლო თუ საკუჭნაოში პატარა ნივთების შენახვასაც გადაწყვეტთ, ჩადეთ ისინი ყუთებში და მიაწერეთ დანიშნულება, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოძებნა არ გაგიჭირდეთ.
აივანი
აივნის დიზაინი აივნის ინტერიერის დიზაინი: რატომ უნდა გადააქციოთ აივანი საწყობად, როცა იქ დასასვენებელი ადგილის მოწყობა შეგიძლიათ? – დადეთ რბილი სკამი და დინამიკი მუსიკით, იქაურობა კი ძველი ნივთებით და ყვავილებით მორთეთ.
ავტოფარეხი
ავტოფარეხი ავტოფარეხი, სადაც ძველი ნივთები ინახება, ნელ-ნელა ანტიკვარული ნივთების მუზეუმად იქცევა ხოლმე.
ავტოფარეხი არის წარსულის პორტალი და ოჯახის მემკვიდრეობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ამასთან, ავტოფარეხი უსაფრთხო, მოსახერხებელი და საკმაოდ მოცულობითი ადგილია შესანახად. თუმცა, თუ გათბობა გაქვთ გაყვანილი, მოემზადეთ ტენიანობის, ყინვის, ნესტისა და ასევე მღრღნელებისთვის.