როგორ შევარჩიოთ საღებავი კედლების და ჭერის შესაღებად

როგორ შევარჩიოთ საღებავი კედლების და ჭერის შესაღებად

დღეს, მინიმალისტური დიაზაინი სულ უფრო პოპულარული ხდება და კედლებზე ორნამენტებიანი შპალერის გაკვრაც თანდათან დავიწყებას ეძლევა. თუ თქვენც კედლების შეღებვა გადაწყვიტეთ, ფერის შერჩევის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც საღებავის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ: რა სახის საღებავები არსებობს და რომელი რისთვის გამოიყენება? მწარმოებლები ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად ასათვისებლად სხვადასხვა სახის მასალებს გვთავაზობენ. თუმცა, არჩევანის მრავალფეროვნებამ არ უნდა დაგვაბნიოს. მანამ საღებავს იყიდით, ჯერ უნდა დაადგინოთ, რისთვის გამოიყენება ის. როგორ შევარჩიოთ საღებავი კედლისთვის? კედლის საღებავი უნდა იყოს გამძლე. მისი ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 7-10 წელია, ამიტომ, მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ: მარტივი რეცხვისა და გაწმენდის შესაძლებლობა; ცვეთისა და ხახუნისადმი გამძლეობა; გაშრობის სისწრაფე; ეკოლოგიური უსაფრთხოება; ადჰეზია – იგივე, შეწებების უნარი; მოსახერხებელი შეფუთვა მარტივი მოხმარებისთვის. საუკეთესო ბრენდებად, რომლებიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, ითვლება: Dulux Vinyl Extra Matt, Dufa KeraLine 7 და Marshall Maestro. როგორ შევარჩიოთ საღებავი ჭერისთვის? ჭერისთვის უნდა შეარჩიოთ საღებავები, რომლებსაც შემდეგი მახასიათებლებ გააჩნიათ: ტენიანობის დონე; ექსპლუატაციის სიმარტივე; ზედაპირის გადაფარვის უნდარი; არ უნდა საჭიროებდეს ორი ფენის დატანას; სწრაფი შრობა; სივრცის ვიზუალური გაფართოების უნარი. ამისთვის, კარგი არჩევანია Siro Himmea, ან Dulux 3D White როგორც შევარჩიოთ საღებავი სველი ოთახებისთვის? საშხაპეების, სამზარეულოსა და სამრეცხაოების საღებავის შერჩევა განსაკუთრებული დაკვირვებით არის საჭირო. ამისთვის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მთავარ ფაქტორს – თუ რამდენად მაღალი დაცვა აქვთ ტენიანობის წინააღმდეგ. სველი წეტილების საღებავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ბრენდები: Dulux kitchens & bathrooms, Finncolor Oasis Interior Plus, Dali და Marshall.