როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად – „სიყვარულია, როდესაც მეორე დღის გათენება გიხარია“
პანდემიის დროს თენგიზ ცერცვაძის მეუღლემ ანა თოფურიამ დებთან ერთად დაბა ქვიშხეთში ნაკვეთი იყიდა და იქ სახლი ააშენა.
თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში სიამოვნებით ისაუბრა, როგორ დაიწყო მისი რომანი მეუღლესთან:
„ჩვენი ამბავი დაიწყო დიდი ხნის წინ, კლინიკაში. ანა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მოხვდა იმავე კლინიკაში, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე თავიდანვე გულში ჩამივარდა, თვითონ არ ვიცი. ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი და მეტი დრო გამეტარებინა მასთან. არ ყოფილა ტრაფარეტული ეპიზოდი, როდესაც ერთი მეორეს უტყდება სიყვარულში. თვითონ სიტუაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ამის თქმა ზედმეტი იყო“,- ამბოპბს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი.