ბაღის დიზაინი მნიშვნელოვანია და მასზე ზრუნვა წინასწარ უნდა დაიწყოთ. იმის მიხედვით, თუ რა ფართობზე აპირებთ მუშაობას, სხვადასხვა ვარიანტი გაქვთ. ჩვენი რჩევები ლანდშაპტის დიზაინთან დაკავშირებით კი იმის წარმოდგენაში დაგეხმარებათ, თუ როგორია თქვენთვის შესაფერისი დიზაინი.
აირჩიეთ კონკრეტული სტილი და მიჰყევით მას
ლანდშაპტის დიზაინერები პირველ რიგში სტილს ირჩევენ, შემდეგ კი გეგმას ზედმიწევნით მიჰყვებიან. ეს შეეხება მცენარეებს,
ექსტერიერის დიზაინს და გამოსაყენებელ მასალებს.
ნუ დატოვებთ აუთვისებელ ადგილებს
ბაღის დიზაინი და ბაღი ის ადგილია, სადაც ყველგან ბუჩქები, ყვავილები, ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს. ბაღს ასევე უხდება საფეხურებით მორთული ბილიკები, რომლის მოწყობაც საკუთარი ძალებითაც გამოგივართ.
წინასწარ გაარკვიეთ, რა ტიპის მიწა სჭირდება თითოეულ მცენარეს
თითოეული მცენარე უნიკალურია, ის იზრდება სხვადასხვა რეგიონში და ქვეყანაში და შეჩვეულია მშობლიურ ნიადაგს. პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ნიადაგის ტიპი (თიხიანი, ქვიშიანი, ტორფიანი, კირქვა ან კლდოვანი).
ქოთნის მცენარეები ტერასების გასაფორმებლად გამოიყენეთ
ბევრი ადამიანი უარს ამბობს მცენარეების ქოთნებში ჩრგვაზე. თუმცა, ის ძალიან ხელსაყრელია კაპრიზული მცენარეების შემთხვევაში, რომლებსაც ჩრდილი უყვართ.
ქოთნების საშუალებით კი, მათ ადგილს ისე შუცვლით, როგორც მოისურვებთ. თანაც, ქოთნებში ჩარგული ყვავილებით ტერასის გაფორმება შეგეძლებათ.
იმუშავეთ საკუთარი ხელით
ყველაფერს სხვებს ნუ ანდობთ.
ბაღი ის ადგილია, რომელზე ზრუნვაც მუდმივად საჭიროა. ამიტომ, თუ მცენარეებთან სწორად მოპყრობას ისწავლით, ეს მალე თქვენი უსაყვარლესი ჰობიც გახდება და ძალიან დაგეხმარებათ განტვირთვაში.
იმუშავეთ დეკორზე
მცენარეებთან ერთად,
ბაღს საინტერესო განათება და ელემენტები სჭირდება, რომლებიც იქაურობას უფრო ატმოსფერულს გახდიან. მოუხმეთ ფანტაზიას და შედეგით თავადვე გაოცებული დარჩებით.