როგორ მოვაწყოთ აივანი ისე, რომ მრავალფუნქციური სივრცე მივიღოთ
აივანი ყველასთვის სათავსოსთან ასოცირდება, თუმცა თუ ხილს, ბოსტნეულს და ქილებს სხვა ადგილს გამოუნახავთ, შეძლებთ აივანზე მოსასვენებელი, საკითხავი ან სავარჯიშო კუთხე მოაწყოთ.
ასეთ აივანს ხის ფაქტურა ძალიან უხდება. მორთეთ დასაჯდომები რბილი გადასაფარებლებით, დადგით პატარა მაგიდა და ჩამოკიდეთ მწვანე მცენარეები.
შეგიძლიათ თქვენი აივანი ნამდვილ ორანჟერიად აქციოთ.
ასევე შეგიძლიათ მაქსიმალურად აითვისოთ ე.წ. „ლოჯი“, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ამინდის მიუხედავად, მყუდროდ მოკალათების საშუალებას მოგცემთ.
იფიქრეთ თითოეულ დეტალზე – ჭერიდან დაწყებული, ავეჯით დასრულებული.
გახსოვდეთ, რომ დიზაინში შეუზღუდავი ხართ და იქედან გამომდინარე, რომ ასეთი სივრცეები არ საჭიროებს ისეთი ტევადი ავეჯის დადგმას, როგორიცაა საწოლი და კარადა, მაქსიმალური აქცენტი კომფორტზე გააკეთეთ.
თუ დახვეწილ დიზაინს თანამედროვე ინტერიერს შეუთავსებთ, ოთახში ისეთ სასიამოვნო გარემოს შექმნით, რომ შეიძლება, არც ბიბლიოთეკაში და არც კაფეში წასვლა აღარ მოგინდეთ.
თუ თქვენთის ვარჯიში უფრო პრიორიტეტულია, ეს ოთახი თავისუფლად დაიტევს თქვენთვის საჭირო მოწყობილებებს.
ხოლო თუ მაინც შესანახი სივრცის მოწყობისკენ იხრებით, კარგად დაგეგმეთ ის.