როგორ გავათავისუფლოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან
სახლი ის ადგილია, რომელიც დასვენებასთან, დაძაბულობის მოსახსნასთან და უსაფთხო თავშესაფართან უნდა ასოცირდებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბინაში შესაბამისი გარემო გვხვდებოდეს. იმისთვის, რომ სახლში დადებითი აურა შევინარჩუნოთ, რამდენიმე დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ გაათავისუფლოთ სახლი დაგროვი უარყოფითი ენერგიისგან:
გაასუფთავეთ ენერგეტიკული სივრცე სახლში
ამისთვის ყველაზე კარგი გზაა, ცვილის სანთლები. ცეცხლს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ის სახლში სიმყუდროვეს ამკვიდრებს და არასასურველი ენერგიისგან გათავისუფლებთ. ამიტომ, გირჩევთ, ტრადიციად აქციოთ სურნელოვანი სანთლების დანთება.
გათავისუფლდით არასასურველი ნივთებისგან
ზოგჯერ, ნივთები, რომლებსაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვთ, მაგრამ სახლში შემოგრჩათ, უარყოფით ენერგია იგროვებენ. ამიტომ, აუცილებელია პერიოდულად გადაახარისხოთ გამოუსადეგარი ნივთები და ზოგიერთი მათგანისგან საერთოდ გათავისუფლეთ.
ისწავლეთ სივრცის შეგრძნება
დაფიქრდით, რა არ ჰყოფნის თქვენს სახლს ჰარმონიისთვის. რა ნივთებმა შეიძლება შეგძინონ დადებითი ენერგია და შემოიტანონ დადებითი აურა. იქნებ ეს მცენარეებია? ანაც ნახატი, თუ ახალი ჭურჭელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
თითოეული ასეთი ელემენტი, შეავსებს საერთო სურათს და თქვენს სახლს საჭირო ენერგიით შეავსევს. აქციეთ ეს რამდენიმე წესი თქვენს პირად რიტუალად და ნახავთ, რომ ის გაახალისებს როგორც თქვენ სახლს, არამედ თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება.