როგორ გავაფორმოთ კედლები საკუთარი ხელით – საინტერესო დეკორის ვარიანტები
ზოგჯერ, სახლში ცვლილებები გვინდება, რაც განწყობის ან გემოვნების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ყოველდღიურობა მოსაწყენი არ იყოს, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კედლების გადახალისებაა. ამის გაკეთება კი საკუთარი ძალებითაც შეგიძლიათ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ:
1 – აიღეთ თხევადი წებო, მიადეთ ის კედლის ზედაპირს და სითხე გამოუშვით.
გაიმეორეთ ეს მთელს კედელზე
შემდეგ კი კედელს ბრჭყვიალა ფხვნილი შეაყარეთ
შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით
2 – აიღეთ სარეცხის ღრუბელი
დაასხით ფოლგაზე სასურველი ფერის საღებავი და ამოსვარეთ ღრუბელი მასში
მიადეთ ის კედელს ისე, რომ აგურის მწკრივის იმიტაცია შექმნათ
მსგავსი დეკორი, ბავშვის საძინებელში გამოგადგებათ
3 – ორი ჩოთქი დაამაგრეთ ხის ნაჭერს
რიგრიგობით ჩაუწეთ ის სხვადასხვა ფერის საღებავში
და გადაატარეთ კედელზე
4 – გალესეთ კედელი
შემდეგ კი კოვზით წრიული მოძრაობით მაზე დაიტანეთ ფორმები
შემდეგ კი კედელი სასურველ ფერზე გადაღებეთ.