როგორ განვაახლოთ ოთახის ინტერიერი ყოველგვარი დანახარჯის გარეშე

როგორ განვაახლოთ ოთახის ინტერიერი ყოველგვარი დანახარჯის გარეშე

დროთა განმავლობაში ოთახის ინტერიერი მოსაბეზრებელი და ბუნებრივად გვიჩნდება სურვილი, ერთფეროვნებაში რაიმე ცვლილება შევიტანოთ. ამისთვის, აუცილებელი არ არის კედლების გადაღებვა ან ახალი ნივთების შეძენა. ინტერიერის გადახალისება მინიმალური დანახარჯებითაც შეგიძლიათ. გადააადგილეთ ავეჯი ავეჯის წყობის შეცვლამ შესაძლოა თქვენი სახლი სულ სხვა პერსპექტივით დაგანახოთ. დიზაინის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ინტერიერზე მოდის. ამიტომ, ცოტაოდენი დროისა და ძალისხმევის სანაცვლოდ, შეიძლება სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდეთ და უკვე კარგად ნაცნობმა ნივთებმა ახალი სიცოცხლეც შეიძინონ – მაგალითად, დივანი, რომელიც მისაღებ ოთახში თითქმის გამოუყენებლად გედგათ, შეიძლება საძინებელში, ფანჯარასთან მისწიოთ, გვერდით სანათი მიუდგათ და მყუდრო საკითხავი კუთხე მოიწყოთ. გამოიყენეთ ტექსტილი თუ კარგად დაძებნით, კარადასა თუ კომოდში სავარაუდოდ, მრავლად აღმოგაჩნდებათ სხვადასხვა სახის ქსოვილები, რომლებიც არასდროს გამოგიყენებიათ. ნემსის და ძაფის დახმარებით, რამდენიმე უქმე დღე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პალიშის ორიგინალური გადასაფარებლები ან დეკორატიული ხელსახოცები შეკეროთ. გადარგეთ ყვავილები სახლში ალბათ გექნებათ მწვანე სივრცე. მოხატეთ ქოთნები, ან წებოს დახმარებით ბაწარი შემოახვიეთ მათ. ხოლო თუ მეტ ფანტაზიას მოუხმობთ, ძველ ფეხსაცმელში ჩაყაროთ მიწა და ლამაზი ყვავილებით ახალი სიცოცხლე აჩუქოთ მას. ასეთი დიზაინი, ძალიან უხდება აივნებს და ეზოებს. ჩამოკიდეთ ფოტოები თუ თქვენს ფოტოალბომს გადახედავთ, ალბათ ბევრ ისეთ კადრს აღმოაჩენთ, რომელსაც უფრო გამოსაჩენ ადგილზე მოუძებნიდით ადგილს. სარდაფსა თუ სხვენში კი ბევრი ისეთი ნივთი აღმოგაჩნდებათ, რომლებიც ფოტოებისთვის ორიგინალური ჩარჩოების როლს შეასრულებენ. ამოაწყვეთ გირლიანდები შეიძლება გირლიანდები ყველასთვის ახალ წელთან ასოცირდება, თუმცა ისინი წლის განმავლობაშიც არანაკლებ სიმყუდროვეს შეგიქმნით საძინებელ ოთახსა თუ მისაღებში. სცადეთ მათი ჩამოკიდება ფარდებთან ერთად. თავადაც შექმენით დეკორაციები ცოტაოდენი ფანტაზია და, ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებს შესაძლოა სრულიად ახალი დანიშნულება მისცეთ.