როგორ განვაახლოთ ძველი ბუხარი
დამონტაჟებიდან 5-10 წლის შემდეგ, ბუხრი ძველ იერსახეს კარგავს და განახლებას საჭიროებს. ამის გაკეთება თქვენი ძალებითაც შეგიძლიათ. ამისთვის, საჭირო არ არის ძველი ბუხრის მთლიანად მოშლა. თუ ის გამართულად მუშაობს, ბუხრის გადაკეთება და განახლება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
სტატიაში ძველი ბუხრის განახლების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ:
ხელოვნური ქვით მოპირკეთებული ბუხარი
ხელოვნური ქვა ყალიბში ბეტონის ჩამოსხმით მზადდება, შემდეგ კი მას ღებავენ, ბუნებრივი იერსახის მისაცემად. თუ თქვენი ოთახი პატარაა, შეეცადეთ, ქვებსაც პატარა ფორმა მისცეთ.
ხელოვნური ქვის მონტაჟი უფრო სწრაფია ვიდრე ტრადიციული ქვისა, რადგან ეს მასალა ერთ მხარეს ბრტყელია და ნაკლები წონა აქვს.
გადაღებეთ ბუხარი ახალ ფერში
ბუხრის იერსახის შესაცვლელად მისი შეღებვაც კმარა. ცხადია, ავეჯის ან კედლის საღებავი არ გამოგადგებათ – საჭიროა ცეცხლგამძლე საღებავის არჩევა, რომელიც მაღალ ტემპერატურას გაუძლებს. თუ ბუხარს აქსესუარებითაც გაამდიდრებთ, მასში თქვენი ძველი ბუხრის ამოცნობა თავადაც გაგიჭირდებათ.
დაფარეთ აგურის ბუხარი თაბაშირის დაფებით
თუ ბუხრის იერსახის შეცვლა გსურთ, მისი დაფარვა თაბაშირის დაფებით, ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა გაითვალისწინეთ – თაბაშირი აალებადი მასალაა, ამიტომ, მის ქვეშ სითბოსადმი მდგრადი ბარიერი უნდა დააყენოთ.
შეუცვალეთ ბუხარს ფორმა
„გაამდიდრეთ“ თქვენი ბუხარი
ქვის ან აგურის ბუხარი შეიძლება უცვლელად დატოვოთ, თუმცა, ხის მასალით მოაპირკეთოთ. შეგიძლიათ, ხე მხოლოდ ჩარჩოს სახით გამოიყენოთ, მთავარია, სასურველი ფორმის და ზომის მასალა მოამზადოთ.