რეალურად რომელ ცნობილ ადამიანს ეკუთვნის ჩიკას სახლი, სადაც ყველასთვის ცნობილი სერიალია გადაღებული
ჩიკას ეკრანული სახლი, სადაც შაგუსთან ერთად ცხოვრობს, სინამდვილეში მასტერშეფის მონაწილეს, ნატალია ჩხეიძეს ეკუთვნის.
ჩიკას ეკრანული სახლი, სადაც შაგუსთან ერთად ცხოვრობს, სინამდვილეში მასტერშეფის მონაწილეს, ნატალია ჩხეიძეს ეკუთვნის.
მე და დიტოს უამრავი მეგობარი გვყავს. რამდენიმემ, ვისაც “ჩცდ“-ს შემოქმედებით ჯგუფთან მჭიდრო კავშირი აქვს, გვთხოვა, რომ ჩვენი სახლი გადაღებებისთვის “დაგვეთმო”.
თავიდან წინააღმდეგი ვიყავით, მთელი ოჯახი ვმუშაობთ და ნამდვილად არ გვქონდა არც დრო და არც სურვილი, რომ ჩვენი სახლი გადამღები ჯგუფითა და მსახიობებით გავსებულიყო. თან იმდენი არიან, რომ სახლში სრული საგიჟეთი იყო ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ყოჩაღები არიან, სახლს რა მდგომარეობაშიც ვტოვებდი, ისეთივე მხვდებოდა. ახლა მიხარია, რომ დავთანხმდით – ჩვენი სახლი ყველაზე პოპულარული სერიალის ისტორიის ნაწილი გახდა. გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე“, – ამბობს ნატალია ჟურნალ „შინთან“ საუბრისას.