დერეფანი სახლის სავიზიტო ბარათია – ის პირველ შთაბეჭდილებას ქმნის სახლის შესახებ. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის მაქსიმალურად პრეზენტაბელურად გამოიყურება. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენს ბინას ვიწრო კორიდორი აქვს? თუ ის დისფუნქციურად მიგაჩნიათ, ეს რჩევები აზრის შეცვლაში დაგეხმარებათ.
ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ტექნიკას, რომელიც დერეფნის ვიზუალურად გაფართოებაში დაგეხმარებათ:
სამშენებლო წესების მიხედვით, დერეფნის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 85 სანტიმეტრი. თანამედროვე ბინებში დერეფნები კიდევ უფრო ფართოა – დაახლოებით 110-130 სანტიმეტრი.
ასეთ დერეფანში ორ ადამიანს ერთმანეთის შეხების გარეშე გავლა შეუძლია. ხოლო 85 სანტიმეტრზე ვიწრო კორიდორი ითვლება ვიწროდ.
პირველი წესი, რითაც ვიწრო დერეფნის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოთ – ნუ გააკეთებთ სხვა
ოთახებში გასასვლელ კარებებს ერთმანეთის პირისპირ.
უმჯობესია, თუ ისინი რამდენიმე სანტიმეტრით მაინც იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული.
გამოიყენეთ ავეჯი – თაროები, კონსოლების ან კარადა დაგეხმარებათ, რომ თქვენი დერეფანი ვიწრო გვირაბს არ ჰგავდეს.
ავეჯი ხელს შეუწყობს დერეფნისთვის უფრო მოხრილი ფორმის მიცემას, რითაც ვიზუალურად გააფართოვებს მას. თუმცა, ავეჯის ნაწილები არ უნდა იყოს მოცულობითი.
გამოიყენეთ კონტრასტული კომბინაციები – სივრცის საზღვრები ნაკლებად მკაფიო გახდება, თუ თვალი ფოკუსირებულია ნათელ „ადგილზე“. დერეფნის ერთი კედელი შეღებეთ ნათელ ან მუქ ფერში, ხოლო მეორე პირიქით, ღია ტონში გადაწყვიტეთ.
დაამატეთ განათება – მოგეხსენებათ, რაც უფრო ბნელია
ოთახი, მით უფრო პატარა ჩანს.
გამოიყენეთ
სარკე – სარკეები შესანიშნავი გამოსავალია სივრცის ვიზუალურად გაფართოებისთვის. ჩამოკიდეთ ისინი ერთ კედელზე. უმჯობესია აირჩიოთ მაღალი სარკეები იატაკიდან ჭერამდე აყოლებაზე.