ქართველი ემიგრანტის სახლი ოქროს შესასვლელით, რომელიც 85 მილიონ დოლარად არის შეფასებული
თუ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა საქართველოდან ემიგრაციაში წასული მილიარდერი, ამ სტატიას უნდა გაეცნოთ.
ეს საუცხოო სასახლე ამერიკაში, კერძოდ, ლონგ-აილენდში მდებარეობს.
სახლი 1928 წელს აშენდა 32 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და გააჩნია აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა, რასაც ფეშენებელური, თანამედროვე, ძვირად ღირებული და კომფორტული სახლი გულისხმობს.
ეს მამული საქართველოდან ემიგრირებული თემურ სეფიაშვილის, იგივე ტამირ საპირის საკუთრება გახლდათ. ქონება მან ნიუ-იორკის ბირჟაზე დააგროვა. ამერიკაში ახალჩასული ტამირი თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მალე საკუთარი ელექტრო-მაღაზია გახსნა. მაღაზია ძირითადად რუს ემგრანტებზე იყო გათვლილი. მოგვიანებით ელექტრო-საქონლით ამარაგებდა ნავთობკომპანიებს.
ტამირ საპირი 2014 წელს გარდაიცვალა. სახლის დღევანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს მამული მან 2013 წელს 15,9 მილიონ დოლარად შეიძინა. ამბობენ, რომ სახლის ახალ მფლობელს აქ არც კი უცხოვრია. 2015 წელს კი ეს სახლი იკვე 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.