“ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში” – მსოფლიო ბარიტონის ოაზისი სამშობლოში
მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს “ოქროს ყელი საქართველოდან” და ასკარატიან ბრილიანტს შეადარეს. ქალბატონი მანანა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს აგარაკზე გადაღებულ ფოტოებს, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ის თავად გვიამბობს, როგორ შექმნეს ყველასთვის მიმზიდველი გარემო. ულამაზესი ეზოს დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ხეხილის ბაღის და სახლის დეკორი და დეკორატიული მცენარეები ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.
1996 წლიდან ლადო ათანელი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე ნიუ-იორკში,
ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ვენაში, მილანში, ციურიხში, ჟენევაში, მიუნხენში, ვაშინგტონსა თუ ტოკიოში.
2003 წელს დისკზე ჩაიწერა ამილკარე პონკიელის ოპერა “ჯოკონდა”,
სადაც ბარნაბას ურთულესი პარტია პლასიდო დომინგოსთან ერთად შეასრულა.
ამჯერად ლადო ათანელი მეუღლესთან, წარმატებულ საკონცერტო პიანისტ მანანა ჩიქოვანთან ერთად სამშობლოში, მათივე შექმნილ ოაზისში ცხოვრობს.
– ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში. ყოველთვის გვსურდა, თბილისთან ახლოს აგარაკი გვქონოდა. მეგობარმა ლადოს თბილისთან ახლოს მიწის ყიდვა ურჩია და ჩვენს ჩანაფიქრსაც ხორცი შევასხით. სახლი მეგობრების პროექტით ავაშენეთ, რაშიც მეც აქტიური მონაწილეობა მივიღე, ეზო კი მე დავაპროექტე და ხეხილი და ყვავილები გავაშენეთ.
ეზოში გვაქვს მოსალხენი ადგილი, სადაც სტუმრად მოდიან ჩვენი ახლო მეგობრები და მუსიკალურ საღამოებს ვმართავთ, თუმცა, ქვეყანაში ლოკდაუნი რომ გამოცხადდა, მე და ლადო მარტო ვიყავით აგარაკზე.
სრულად ნახვა
თეგები: ლანდშაფტის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, სახლის დეკორი, ხეხილის ბაღი,
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.