მსოფლიო არაერთ გასაოცარ არქიტექტურულ ნიმუშს იტევს. მათმა შემქმნელებმა ნამდვილად შეძლეს არქიტექტურაში თავისი სიტყვის თქმა და ტურისტების სამუდამოდ დაკავშირება ამა თუ იმ მისამართთან. სტატიაში ნახავთ: მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი შენობები.
ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე გასაოცარ შენობებს:
სალვადორ დალის თეატრი-მუზეუმი
სამყაროს დანახვა სალვადორ დალის თვალით და ილუზიების სამყაროში ჩაძირვა ნებისმიერ ტურისტზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ოსტატის მუზეუმ-თეატრის მონახულებისას ეს განცდა განსაკუთრებით მძაფრია. მხატვარი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მუზეუმში არ ყოფილიყვნენ გიდები – სტუმარს თავად უნდა ემოძრავა უმიზნოდ, რომ ეს შენობა საკუთარი ინტერპრეტაციით შეეგრძნო.
გასაოცარი შენობები, Casa Milà
საინტერესო დიზაინი აქვს როგორც
შენობის ფასადს, ისე შიდა მხარეს.
სასტუმრო Hằng Nga
ეს გასაოცარი სასტუმრო სტუმრებს თავისი
უჩვეულო დიზაინით იზიდავს, რაც გასაკვირი არ არის – შენობა თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ.
„მოცეკვავე შენობა“
ჩეხეთში 1996 წელს აშენებული „მოცეკვავე სახლი“ ორი შენობისგან შემდგარ
არქიტექტურულ კომპოზიციას წარმოადგენს. ერთი მამაკაცს მოგაგონებთ, მეორე კი ქალს.
Hundertwasser House
რქიტექტორი ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი თვლიდა, რომ სახლებს, ისევე როგორც ადამიანებს, უნდა ჰქონდეთ საკუთარი მახასიათებლები, ხასიათი და ისინი არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს. მის მიერ აშენებული Hundertwasser House ნამდვილად წარმოადგენს ამ მიზნის განხორციელებას.
თეგები: გასაოცარი შენობები