ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს – სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
1938 წელს ტომი და ჟან ჩიტანები სიდნეიში გადმოსახლდნენ და თავიანთ პირველ და უკანასკნელ სახლში დასახლდნენ. აქ გახდნენ მშობლები, ბებია და ბაბუა და დიდი ბებია და ბაბუაც. შვილიშვილის შვილებსაც კი მოესწრნენ. როდესაც მოხუცებს 103 და 100 წელი შეუსრულდათ, გადაწყვიტეს სახლი გაეყიდათ და კერძო მოხუცთა თავშესაფარში გადასულიყვნენ, რადგან მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდნენ. როდესაც მოხუცები ამ სახლში გადმოსახლდნენ, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. სახლის ინტერიერის დიზაინიც დიდად არ შეუცვლიათ. მიუხედავად ამისა, სახლის ინტერიერის დიზაინიც და ექსტერიერის დიზაინიც საოცრად ლამაზი იყო.
გასაყიდ სახლში შესული მყიდველები და რეალტორები ერთნაირად გაოცებულები იყვნენ – დრო თითქოს 1938 წელს გაჩერდა.
სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ტომს და ჟანს სახლში არაფერი შეუცვლიათ, ისინი მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ.
ავეჯი, ხალიჩები, ფარდები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხელუხლებელი დარჩა. ხალხს აოცებდა საოცარი სისუფთავე და წესრიგი.