“მარტომ ააშენა, მეგობრებთან ერთად..” – ნახეთ მამა პეტრეს ზღაპრული სახლი სადაც ცხოვრობს
“პრაიმამბების” ყურადღების ცენტრში მამაოს ის სახლი მოხვდა, სადაც ახლა მარტო ცხოვრობს. სასულიერო პირის ახალი სახლი ერთაწმინდაში მდებარეობს და როგორც კვარაცხელია ამბობს, იქ თავს შესანიშნავად გრძნობს.როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, სადაც მან მეგობრების წყალობით პატარა ქოხი ააშენა, თუმცა თუ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, დეკანოზს საკმაოდ კეთილმოწყობილი სახლი აქვს, რომლის ფანჯრებიდან ულამაზესი ხედები იშლება.