სამზარეულოს ტილო უამრავი დიასახლისისთვის „თავის ტკივილია“, რადგან ამ ტილოებს უამრავი ფუნქცია აკისრია: ჭურჭლის გამშრალება, მაგიდის გადაწმენდა, ცხელი ტაფის აღება და ა.შ. ამას კი, როგორც წესი, მძიმე ლაქები მოსდევს…
გაგიკვირდებათ და სამზარეულოს ტილოების სისუფთავისთვის ბრძოლაში ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ.
ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.
- 1. ჩაალბეთ სამზარეულოს ტილო გამდინარე წყალში.
- 2. კარგად წაუსვით ჩვეულებრივი სარეცხი საპონი.
- 3. ჩადეთ ნებისმიერ, სუფთა პოლიეთილენის პაკეტში.
- 4. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში და წუთნახევრიან რეჟიმზე ჩართეთ.
- 5. ტილო ღუმელიდან გამოიღეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.
ეს არის და ეს!
შესაძლოა, სამზარეულოს ტილოების რეცხვის ეს მეთოდი უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მისი სიმარტივე და ეფექტურობა აუცილებლად მოგეწონებათ.