ძნელათ თუ მოიძებნება ოჯახი, სადაც ძველებული ხალიჩა არ ინახება. თუ ავტოფარეხში, ან სოფლის სახლში კარგად დაძებნით, შეიძლება თქვენც აღმოაჩინოთ ულამაზესი ორნამენტებით გაფორმებული ხალიჩა, რომელიც დიდი ხანია დაკეცილია და არავინ იყენებს. თუმცა, თუ თანამედროვე ტენდენციებს გადავავლებთ თვალს, ნათელია, რომ ძველი ნივთები ახალ ინტერიერში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ძველებური ხალიჩები თანამედროვე ინტერიერის დიზაინში
ჩვენ გირჩევთ, როგორ უნდა შეუხამოთ ძველებური ხალიჩები თანამედროვე ინტერიერს:
ასეთი ხალიჩები განსაკუთრებით უხდება მისაღებ ოთახს. მით უმეტეს, თუ ინტერიერი პასტელურ, მშვიდ ტონებშია გადაწყვეტილი და არც ავეჯის ფერია თვალშისაცემი.
ამ შემთხვევაში, ინტერიერი რაიმე ეფექტურ დეტალს ითხოვს, რომელიც ოთახს ხიბლს შეჰმატებს.
ეს დეტალი კი შეიძლება სწორედ ძველებური
ხალიჩა იყოს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალიჩა ისეთი ძველია, რომ უკვე შელახულია, ნუ იფიქრებთ მის გადაგდებაზე.
თავად დარწმუნდებით, რომ ეს დიდი ზომის ხალიჩა, რომელიც მთელს ოთახს ფარავს, არაჩვეულებრივად ჯდება ოთახის ინტერიერში მაშინ, როცა პირველი დანახვისას, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის შეიძლება მთავარი ოთახის დეკორად ქცეულიყო.
თუ ხალიჩის დაგების შემდეგ მიხვდებით, რომ ის დანარჩენი
ინტერიერისგან ზედმეტად გამოკვეთილია, შეუხამეთ მას ნახატი, ან, შეიძინეთ დივნის ბალიშები, რომელიც ხალიჩის წამყვან ტონს იმეორებს.
დატვირთეთ ხალიჩა ავეჯით – დადგით მასზე დივანი, სავარძლები, ჟურნალის მაგიდა და
პუფიც კი. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ოთახში ძალიან თბილ გარემოს შექმნის.
ძველებური ხალიჩა ასევე ძალიან უხდება
სასადილო ოთახის ინტერიერს.