5 იდეა მიკროსახლისთვის – სიმყუდროვე და კომფორტი მინიმალური დანახარჯებით
პატარა და მყუდრო სახლები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ მრავალოთახიანი აგარაკები დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს მაშინ, როცა მიკროსახლის საშუალებით, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ წერტილში მყუდრო და თვილი თავშესაფარი შეიძლება მოიწყოთ.
სტატიაში გთავაზობთ 5 მიკროსახლს, რომელშიც კომფორტი და სიმყუდროვე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
დაჩის ტიპის პატარა სახლი ვერანდით
ტყის გულში ჩადგმული ეს მიკროსახლი სასიამოვნო დასვენების გარანტია.
72 კვ.მეტრის ფართობის აგარაკის ინტერიერი ძველმოდურ სტილშია გადაწყვეტილი.
18 მ²-ის ზომის ზამთრის სახლი
ამ მიკრო სახლში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ იცხოვროთ. სტუდიოს ტიპის პროექტი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი ინვენტარითა და სივრცით – საძინებლით, სამზარეულოთი და აბაზანით.
30 მ²-იანი მოდულური სახლი
სახლის ინტერიერი შექმნილია მინიმალისტურ, თანამედროვე სტილში. საერთო ოთახი დაყოფილია სამზარეულო, სასადილო და საძინებელ სივრცეებად. დიდი პანორამული ფანჯრები სახლს სივრცის აღქმას მატებს.
სამკუთხა ხის სახლი
45 მ² ფართობის სახლში შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში იცხოვროთ. პირველ სართულზე გათბობის რადიატორია, სააბაზანოში კი იატაკი გათბობით. ხოლო მეორე სართულზე კომფორტული ტემპერატურა შენობის სამკუთხა ფორმის წყალობით ნარჩუნდება.
34 მ²-იანი მიკრო სახლი
ამ სახლის მთავარი მახასიათებელია პანორამული მინა, რომელიც სახლსა და ტყეს შორის საზღვრებს შლის.
მისაღები და სამზარეულო სივრცე ერთიანია, თუმცა, ისინი ბარის საშუალებით არის გამიჯნული, საძინებელი კი ცალკე ოთახშია.