3. პირსახოცების რეცხვისას ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს. აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი აქვეითებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის უნარს. ამიტომ თქვენი პირსახოცებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება.
4. წინდები გარეცხეთ ცალკე ბადეში. ან საერთოდ ცალკე რეჟიმით გარეცხეთ, რათა სხვა სარეცხში არ დაიკარგოს.
5. ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გაირეცხოს. პირველ ჯერზე – ფხვნილით, მეორე ჯერზე – ფხვნილის გარეშე. ბუმბული და ხელოვნური ბამბა ადვილად იღებს სუნს, ამიტომ სარეცხი საშუალების მძაფრი სურნელის მოსაშორელად, მეორედ გარეცხვა აუცილებელია.
6. არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ქლორი. მოიხმარეთ იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ქლორი ქსოვილს აფუჭებს.
7. არ გარეცხოთ საცურაო კოსტიუმები მანქანაში. სპანდექსისა და ელასტანისგან შექმნილი სამოსი სარეცხ მანქანაში რეცხვის შედეგად იწელება. ისინი უნდა გაირეცხოს ხელით, გრილ წყალში.
8. გარეცხვამდე ტანსაცმელზე ღილები გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რეცხვის დროს მოწყდეს.
9. გარეცხვამდე შარვალზე ელვა-შესაკრავი აუცილებლად შეკარით! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაკრავის კბილანებით შეიძლება სხვა ტანსაცმელი დაზიანდეს.
10. მანქანით რეცხვისას არ ჩაყაროთ ზედმეტი რაოდენობით სარეცხი ფხვნილი. დიდი რაოდენობით ფხვნილი ასევე დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, რომელიც ჯდება ქსოვილზე და ისევ აჭუჭყიანებს მას.
11. არ გახეხოთ დალაქავებული ადგილები. ასე ქსოვილს დააზიანებთ. თუ აუცილებელია ლაქების ამომყვანი, გამოიყენეთ თეთრი ქსოვილის ხელსახოცი და ფრთხლად გაუსვით დალაქავებულ ადგილს.
12. სწორად დაახარისხეთ. ეს ყველა დიასახლისისთვის ცნობილია. პირველ რიგში, არ გარეცხოთ თეთრი ფერის ქსოვილი სხვა ფერის ქსოვილებთან ერთად. ასევე არ გარეცხოთ შალის ტანსაცმელი სხვებთან ერთად. არც პირსახოცები გარეცხოთ სინთეტიკურ ქსოვილებთან ერთად. ცალკე უნდა გაირეცხოს ე.წ. ფლისის სამოსიც.
13. სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.
14. ხშირად ვიყენებთ ტანსაცმელს რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.
15. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.
როგორ ვებრძოლოთ ლაქებს?
დალაქავებული ტანსაცმლიდან ლაქა სარეცხის მანქანაში რეცხვის შემდეგ ხშირად არ ამოდის. ამიტომ გეტყვით ხუთ მარტივ ხრიკს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს შეუნარჩუნებს ძველ იერს.
● ცხიმიან ლაქას (ახალს) დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი (კრახმალი), შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
● ტომატისა და სოუსის კვალს ადვილად ამოაცილებს პრეპარატი WD-40. გააჩერეთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ კი თუნდაც ცივი წყლით გარეცხეთ.
● იღლიის არეში თეთრი ტანსაცმელიდან ყვითელი ლაქების ამოსაღებად გარეცხეთ ის ფხვნილის გარდა მათეთრებელთან ერთად 40 გრადუს ტემპერატურაზე.
● თუ ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ ტანსაცმელს (კომბინაცია – 1 ლიტრ წყალთან 1 სუფრის კოვზი მარილი), ის ადვილად ამოიღებს ყავისა და ღვინის ლაქებს.
● სოდა დაეხმარება თეთრ ტანსაცმელს სიყვითლის მოცილებაში, ასევე მოაცილებს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატეთ ფხვნილთან ან სარეცხის საპონთან ერთად და გარეცხეთ ცხელი წყლით.