10 შეცდომა, რომელსაც გარდერობის დამონტაჟებისას ვუშვებთ

10 შეცდომა, რომელსაც გარდერობის დამონტაჟებისას ვუშვებთ

ავეჯის მასიური ნაწილებისგან თავის დაღწევის მიზნით, ადამიანები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას გარდერობის დამონტაჟებას. ის ხელს უწყობს როგორც სივრცის დაზოგვას, ისე მის ეფექტურად გამოყენებას. თუმცა, რაც უფრო ტენდენციური ხდება გარდერობები, მით უფრო ბევრ შეცდომას ვაწყდებით პრაქტიკაში. ჩვენი რჩევები ამ შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ: გასახდელი ოთახის მოწყობა ცალკე ოთახში ბევრი თვლის, რომ გარდერბს აუცილებლად ცალკე ოთახი უნდა გამოეყოს. თუ მცირე ზომის ბინაში ცხოვრობთ, ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იქნება. ამიტომ, თუ საცხოვრებელ სივრცეში შეზღუდული ხართ, შეგიძლიათ სპეციალური ტერიტორიის ორგანიზებისთვის ტიხრები ან ნიშები გამოიყენოთ. განსხვავებული იატაკის შერჩევა იმის მიუეხედავად, რომ გარდერობი შეიძლება მთავარი ოთახისგან გამოყოფილი იყოს, არ ღირს მისთვის განსხვავებული იატაკის შერჩევა. ძალიან მკვეთრი გადასვლა არაორგანულად გამოიყურება. კედლის დეკორაციისთვის შპალერის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული გარდერობში შპალერის გამოყენება – ტემპერატურის შესაძლო ცვლილებების გამო, ის შეიძლება ვიზუალურად და ხარისხობრივად  საკმაოდ სწრაფად შეიცვალოს, რაც კოსმეტიკური რემონტის საჭიროების შანსებს ზრდის, უკვე დამონტაჟებული თაროების პირობებში კი ეს არაკომფორტულია. უფრო გონივრული და ბიუჯეტური იქნება კედლების გადაღებვა. მუქი ტონების გამოყენება შეზღუდული სივრცის გამო, მუქი ტონები ოთახს კიდევ უფრო პატარას წარმოაჩენს. ამიტომ, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა მუქი ფერების გამოყენება. ნათელი ფერები კი პირიქით, წარმოაჩენს სივრცეს. ცუდად ორგანიზება კარგად ორგანიზებული გარდერობი, სადაც თითოეული ნივთის მდებარეობა წინასწარ არის გათვლილი, თვალშისაცემია ისევე, როგორც ცუდად ორგანიზებული. ცუდი განათება გასახდელი არ არის მხოლოდ ნივთების შესანახი ადგილი – იქ ჩვენ ვირჩევთ ტანსაცმელს და ვიზომავთ მას. ამიტომ, ოთახში კარგი განათებაა საჭირო. ვენტილაციის არარსებობა თუ გარდერობი ცალკე, უფანჯრო და მცირე სივრცეში გაქვთ მოწყობილი, იზრუნეთ ვენტილაციაზე. ვენტილაციის არარსებობამ, დროთა განმავლობაში, ნივთები შეიძლება დაგიზიანოთ.